ილია თავბერიძე (დ. 4 აპრილი, 1969, ოზურგეთი) — ქართველი ჟურნალისტი, მკვლევარი, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ილია თავბერიძე
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1969 (1969-04-04) (55 წლის)
დაბადების ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2009 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის კულტურის მიმართულების რედაქტორი. არის საქართველოს რადიოს გადაცემა „რადიოკალენდარის“ ავტორი და წამყვანი. 2006-2018 წლებში იყო ჟურნალ „არაბესკის“ (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოცემა) მთავარი რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

არის ავტორი რამდენიმე წიგნისა, ასევე სერიია „პუბლიკაციები გურიის მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ისტორიიდან“ დამაარსებელი და რედაქტორი.

  • თავბერიძე, ი. (2010). XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. ISBN 978-9941-9120-7-8. 
  • თავბერიძე, ი. (2005). ჯუმათის მონასტრის სიძველეები. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. ISBN 99940-852-6-3. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება