საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სსმ — ეროვნული ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანია საქართველოში, შექმნილი სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის რეორგანიზაციის ბაზაზე, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (23 დეკემბერი, 2004). კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: პირველი არხსა (1956) და მეორე არხს (1991), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი-ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალური კორპუსი
ზვიად ავალიანის ფოტო
აბრევიატურა სსმ
შეიქმნა 1956
სტატუსი სსიპ
ტიპი ტელე-რადიომაუწყებელი
მიზანი დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება.
მდებარეობა საქართველო, თბილისი
ემსახურება რეგიონს საქართველოს დროშა საქართველო, ევროპა (ნაწილობრივ), აზია (ნაწილობრივ)
ენა ქართული
გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი
მთავარი ორგანო სამეურვეო საბჭო
ქვეყანა საქართველო
კავშირები ევროპის მაუწყებელთა კავშირი[1]
http://gpb.ge/

2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან[2], 2009 წლის 20 ივლისამდე[3] თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე სსმ-ის გენერალური დირექტორი იყო გიორგი ჭანტურია.[4][5] იგი მისმა მოადგილე გიორგი ბარათაშვილმა შეცვალა, რომელიც უნდობლობის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა სასამართლომ ორჯერვე აღადგინა პოსტზე. 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე იკავებდა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. MEMBERS (73) OF THE EUROPEAN BROADCASTING UNION (56 COUNTRIES), MEMBERS (73) OF THE EUROPEAN BROADCASTING UNION (56 COUNTRIES) / European Broadcasting Union — 2016. — P. 1.
  2. „საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 4 აპრილი 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
  3. „საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 20 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
  4. „საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა“. ახალი ამბები. სივილ ჯორჯია. 10 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2009.
  5. გია ჭანტურია თანმდებობიდან გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-12-23.
  6. ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, 1tv.ge