ჯულიან ბაშირი
ჯულიან ბაშირი (ინგლ. Julian Bashir) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. სერიალის ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 ერთ-ერთი მთავარი გმირი. როლს ასრულებდა მსახიობი ალექსანდრ სიდიგი[1][2]. ბაშირი მთავარი ექიმია კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და ხომალდზე USS Defiant.
ჯულიან ბაშირი | |
---|---|
რასა | ადამიანი |
სქესი | მამრობითი |
დაბადების თარიღი | 2341 |
საქმიანობა | USS Defiant |
წოდება | ლეიტენანტი |
თანამდებობა | მთავარი ექიმი |
ორგანიზაცია | ვარსკვლავური ფლოტი |
ოჯახი |
მამა: რიჩარდ ბაშირი დედა:ამშა ბაშირი |
მონაწილეობს |
ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 |
მსახიობი | ალექსანდრ სიდიგი |
IMDB | IMDb პროფილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯულიან ბაშირი რიჩარდ და აშმა ბაშირების ერთადერთი შვილია. ბავშვობაში იგი ჩამორჩებოდა თანატოლებს განვითარებაში. ამის გამო 2348 წელს მშობლების გადაწყვეტილებით მას ჩაუტარდა გენეტიკური მოდიფიკაციები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობეშების მიზნით[3]. რადგან ფედერაციაში გენეტიკური ინჟინერია აკრძალულია, ჯულიანის მშობლები იძულებული იყვნენ შეენახათ ეს ფაქტი საიდუმლოდ. ჯულიანმა მხოლოდ 2356 წელს შეიტყო ამის შესახებ.
ჯულიანს ბავშვობაში ეშინოდა ექიმების, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ერთხელ ის მამასთან ერთად მოხვდა იონურ შტორმში და თავშესაფარში შეესწრო როგორ დაიღუპა ადამიანი, რომლის გადარჩენაც, როგორს მოგვიანებით გაირკვა შეიძლებოდა, იქ მყოფთაგან ვინმეს რომ სცოდნოდა ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების შესახებ. ამ შემთხვევამ დიდი გავლენა იქონია მის მიერ პროფესიის არჩევაზე. ერთი პერიოდი ჯულიანი ფიქრობდა პროფესიონალ ჩოგბურთელობაზე, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა ამ იდეაზე.
2368 წელს ჯულიანმა დაამთავრა ვარსკვლავური ფლოტის სამედიცინო აკადემია. იგი მეორე იყო კლასში რადგან გამოსაშვებ გამოცდაზე შეგნებულად დაუშვა ერთი შეცდომა. აკადემიის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა მუშაობა კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9. აქ ის დაუმეგობრდა მაილზ ო’ბრაიენს, ელიმ გარეკს და ძაჯია დაქსს.
2370 წელს ჯულიანი გახდა ვარსკვლავური ფლოტის მეორე ოფიცერი (ჯეიმზ კირკის შემდეგ), რომელიც მოხვდა სარკისებურ სამყაროში, სადაც „ალტერნატიული“ ჯულიან ბაშირი აწყობდა აჯანყებას კლინგონ-კარდასიანთა ალიანსის წონააღმდეგ.
2373 წელს გამჟღავნდა ინფომაცია მისი გენეტიკური მოდიფიცირების შესახებ, რის გამოც მამამისი დააპატიმრეს, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა ვარსკვლავურმა ფლოტმა დაუშვა გამონაკლისი და ჯულიანს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს.
2373 წელს ჯულიანი მოხვდა დომინიონის ტყვეობაში, ხოლო ღრმა კოსმოს 9-ზე მისი მისი ორეული ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას. თუმცა მან მოახერხა გაქცევა.
სექცია 31 ცდილობდა ჯულიანის გადაბირებას, თუმცა უშედეგოდ.
როგორც სერიალის ბოლო ეპიზოდში ჩანს ჯულიანი დარჩა სამუშაოდ კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და აქვს რომანი ეზრი დაქსთან.
სარკისებურ სამყაროში „ალტერნატიული“ ჯულიან ბაშირი არის ტერანული აჯანყების ლიდერი.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ჯულიან ბაშირი გამოჩნდა სერიალის ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა მეექვსე სეზონის მეთევქსმეტე სერიაში[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ryon, Ruth (3 November 1996). „Action Star Has No Time to Build“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 23 March 2015. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული
|newspaper=
-ში (დახმარება) - ↑ George Stroumboulopoulos Tonight | GST S3: Episode 12 - Alexander Siddig. CBC.ca. ციტირების თარიღი: 23 March 2015
- ↑ Knapp, Alex. (8 April 2011) The 10 Best Singularity Themed Star Trek Episodes. Forbes. ციტირების თარიღი: 23 March 2015
- ↑ http://en.memory-alpha.org/wiki/Birthright,_Part_I_(episode)