ეზრი დაქსი
ჯაძია დაქსი (ინგლ. Ezri Dax) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9.
ეზრი დაქსი | |
---|---|
რასა | ტრილი |
სქესი | მდედრობითი |
დაბადების თარიღი | 2354[1] |
საქმიანობა | მრჩეველი კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 |
წოდება | ენსინი, ლეიტენანტი |
თანამდებობა | მრჩეველი |
ორგანიზაცია | ვარსკვლავური ფლოტი |
მონაწილეობს | ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 |
მსახიობი | ნიკოლ დე ბოიერი |
IMDB | IMDb პროფილი |
ინფორმაცია პერსონაჟზე
რედაქტირებაეზრი დაქსი პირველად გამოჩნდა მეშვიდე სეზონის პირველ სერიაში. იგი იყო ტრილი რომელიც მსახურობდა ვარსკვლავურ ფლოტში. აკადემიის დასრულების შემდეგ იგი დაინიშნა ხომალდზე USS Destiny ხომალდის მრჩევლის თანაშემწედ.
როცა კაპიტან-ლეიტენანტი ჯაძია დაქსი მოკლულ იქნა სადგურზე ღრმა კოსმოსი 9, დაქსის სიმბიოტი ექიმმა ბაშირმა გადაარჩინა და იგი გაგზავნილ იქნა სამშობლოში ხომალდზე USS Destiny. გზად მისი მდგომარეობა გაუარესდა და რადგან ერთადერთი ტრილი ხომალდზე იყო ეზრი, მას სთხოვეს სიმბიოტთან შეერთება მის გადასარჩენად. ეზრი დაქსის მეცხრე მატარებელია.
ამის შემდეგ ეზრი დაქსმა მიიღო დანიშნულება სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და ლეიტენანტის წოდება. მან დაიწყო მუშაობა მრჩევლად.
ჯაძია დაქორწინებული იყო კაპიტან-ლეიტენანტ ვორფზე. თავდაპირველად ეზრის და ვორფს უჭირდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი დამეგობრდნენ.
სერიალის ბოლოს ეზრისა და ექიმ ჯულიან ბაშირს შორის იწყება რომანი.
კასტინგი
რედაქტირებაეზრის პერსონაჟი სერიალში გამოჩნდა ტერი ფარელის წასვლის შემდეგ (ჯაძია დაქსი მოკლულ იქნა დუკატის მიერ). ნიკოლ დე ბოიერი მონაწილეობდა სინჯებში 1998 წელს. იმ დოისთვის იგი ითვლებოდა პერსპექტიულ მსახიობად. ის იწერდა სინჯებს საკუთარი კამერით. დე ბოიერმა აღიარა რომ თავდაპირველად არც კი იცოდა რა არის ტრილი. თუმცა მან ნახა სერიალის ყველა წინა სერია, რათა თვალყური მიედევნებინა ჯაძიას პერსონაჟის განვითარებისათვის.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- startrek.com დაარქივებული 2010-07-09 საიტზე Wayback Machine.
- ეზრი დაქსი საიტზე Memory Alpha
- Ezri Tigan (mirror) საიტზე Memory Alpha