ვარსკვლავური ფლოტი
ვარსკვლავური ფლოტი (ინგლ. Starfleet) — გამოგონილი სახელმწიფო ორგანიზაცია ვარსკვლავური გზის ფანტასტიკურ სამყაროში. იგი ახორციელებს სამხედრო, დიპლომატიურ და სამეცნიერო-კვლევით მისიებს.
ვარსკვლავური ფლოტი | |
---|---|
ინგლ. Starfleet | |
შეიქმნა | 2161 |
ტიპი | fictional military organization, fictional educational institution და fictional spacecraft manufacturer |
მიზანი | კოსმოსის კვლევა და სოცოცხლის ახალი ფორმების ძიება. ასევე გააჩნია სამხედრო და დიპლომატიური ფუნქციები. |
მდებარეობა | სან-ფრანცისკო |
მშობელი ორგანიზაცია | პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია |
ქვეყანა | პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია |
ვარსკვლავური ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.
ისტორია
რედაქტირება2161 წლამდე არსებობდა ორგანიზაცია დედამიწის ვარსკვლავური ფლოტი, იგი დაარსდა დაახლოებით 2120-2130 წლებში. ზეფრამ კოკრეინის პირველი გაფრენის შემდეგ დედამიწამ დაიწყო ახლომდებარე სისტემების კოლონიზაცია და სხვა რასებთან კონტაქტის დამყარება. ამ საკითხებით დაკავებული იყო ვარსკვლავური ფლოტი. იგი ასევე მუშაობდა ვარპ-ტექნოლოგიის შემდგომ გაუმჯობესებაზე. პირველი ხომალდი რომელმაც განავითარა სიჩქარე ვარპ-5 იყო USS ენტერპრაიზ NX-01, ცოტა მოგვიანებით აიგო კოლუმბია.
2161 წელს ფედერაციის შექმნასთან ერთად დაარსდა ერთიანი ვარსკვლავური ფლოტი, რომელიც აერთიანებდა სამხედრო და სამეცნიერო განყოფილებებს. მასში მსახურობდნენ სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიც (მათ შორის ფედერაციის არაწევრებიც).
ვარპ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა მრავალი კოსმოსური სადგური, კოლონია და ახალი პლანეტები, ფედერაციას შეემატა ახალი წევრები.
ვარსკვლავური ფლოტის მთავარი დირექტივა კრძალავს უცხო ცივილიზაციების შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას. ეს დირექტივა გადმოღებულია ვულკანური ანალოგიდან, რომლის თანახმადაც ვარპ-ტექნოლოგიის ქონა ითვლება რასის სხვა რასებთან კონტაქტისათვის მზადყოფნის კრიტერიუმად. კონტაქტის დამყარება ცივილიზაციებთან რომლებიც არ ფლობენ ამ ტექნოლოგიას კატეგორიულად აკრძალულია. მთავარი დირექტივის ირგვლივ ვითარდება არაერთი ეპიზოდის სიუჟეტი.
მისია
რედაქტირებავარსკვლავური ფლოტის მთავარი მისიაა კოსმოსის კვლევა სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენისა და ახალ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების მიზნით. თუმცა იგი ასევე ასრულებს სამხედრო და დიპლომატიურ ფუნქციებს.
ორგანიზაციული სტრუქტურა
რედაქტირებავარსკვლავურ ფლოტს გააჩნია რამდენიმე სტრუქტურული ერთეული[1]:
- ვარსკვლავური ფლოტის აკადემია
- ტექნიკური კორპუსი
- სამეთაურო შტაბი
- ანალიტიკური ქვეგანყოფილება
- სამედიცინო კორპუსი
- ტაქტიკური ქვეგანყოფილება
- გენერალური სასამართლო
- გენერალური ინსპექცია
ვარსკვლავური ფლოტის აკადემია
რედაქტირებავარსკვლავური ფლოტის აკადემია ამზადებს მომავალ ოფიცრებს ვარსკვლავური ფლოტისთვის. იგი დაარსდა 2161 წელს, ფედერეციის შექმნასთან ერთად. მისი მთავარი კორპუსი განლაგებულია სან-ფრანცისკოში, ასევე არსებობს ფილიალები სხვა ქალაქებში. აკადემიაში კურსანტები გადიან ოთხწლიან სასწავლო კურსს, რის შედეგადაც ღებულობან ენსინის წოდებას.
პირებს რომელთაც არა აქვთ ფედერაციის მოქალაქეობა მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის სჭირდებათ ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრის რეკომენდაცია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვარსკვლავური ფლოტი საიტზე startrek.com
- ვარსკვლავური ფლოტის აკადემია საიტზე startrek.com
- ვარსკვლავური ფლოტი საიტზე memory-alpha
- ვარსკვლავური ფლოტის აკადემია საიტზე memory-alpha
- ვარსკვლავური ფლოტის სამედიცინო კორპუსი საიტზე memory-alpha
- ვარსკვლავური ფლოტის ტაქტიკური ქვეგანყოფილება საიტზე memory-alpha
- ვარსკვლავური ფლოტი საიტზე memory-beta
- დედამიწის ვარსკვლავური ფლოტი საიტზე memory-beta
- http://www.ufpfleet.org/ დაარქივებული 2013-07-20 საიტზე Wayback Machine.
- http://www.starfleet-museum.org/
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Okuda, Michael & Denise (1994,1997,1999). The Star Trek Encyclopedia. New York: Pocket Books. ISBN 0-671-03475-8.