პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია

პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია (ინგლ. United Federation of Planets) — გამოგონილი ფედერალური სახელმწიფო ვარსკვლავური გზიდან. მოიცავს 150-ზე მეტ დასახლებულ ვარსკვლავურ სისტემას და ასეულობით კოლონიას.

პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია
United Federation of Planets
ფედერაცია
დედაქალაქიდედამიწა
მთავრობა
 -  პრეზიდენტი
 -  ფედერაციის საბჭო
ვალუტა ფედერალური კრედიტი

პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია დაარსდა 2161 წელს. იგი დააარსა ოთხმა რასამ: ანდორიანები, ვულკანელები, დედამიწელები და ტელარიტები. ფედერაცია მდებარეობს ირმის ნახტომის ალფა და ბეტა კვადრანტში და გადაჭიმულია (XXIV საუკუნის მეორე ნახევრისათვის) 8000 სინათლის წელზე[1].

სახელმწიფო მმართველობა ფედერაციაში იყოფა საკანომდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. უმაღლესი საკანომდებლო ორგანოა ფედერაციის საბჭო (მდებარეობს პარიზში,დედამოწაზე). აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ფედერაციის პრეზიდენტი. სასამართლო სისტემის სათავეში დგას ფედერაციის უმაღლესი სასამართლო.

ფედერციის ძირითად შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს ვარსკვლავური ფლოტი (შტაბ-ბინა სან-ფრანცისკოში). ვარსკვლავური ფლოტის ფუნქციაა ასევე კოსმოსის შესწავლა.

ფედერაციის მთავარი კანონია პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის ქარტია (ინგლ. Charter of the United Federation of Planets). ასევე მნიშვნელოვანია ვარსკვლავური ფლოტის დირექტივები, რომლებიც არეგურილებენ ვარსკვლავური ფლოტის საქმიანობას (მათ შორის ურთიერთობას რასებთან, რომლებიც არ შედიან ფედერაციაში).

ფედერაციის ისტორია

რედაქტირება

წინარეისტორია

რედაქტირება

მესამე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ზეფრამ კოკრეინმა ააგო პირველი ვარპ-ხომალდი, რომელიც ავითარებდა სინათლის სიჩქარეზე მეტ სიჩქარეს. 2063 წელს მან შეასრულა პირველი გაფრენა, რომელმაც მიიქცია ვულკანელების ყურადღება და შედგა პირველი კონტაქტი, რომელმაც გაუხსნა ადამიანებს გზა მზის სისტემის მიღმა.

XXII და XXIII საუკუნეები

რედაქტირება

2151 წელს გაშვებულ იქნა ხიმალდი ენტერპრაიზ NX-01, რომელმაც კაპიტან ჯონათან არჩერის მეთაურობით დაამყარა კავშირი არაერთ უყცხო რასასთან. ენტერპრაიზის ეკიპაჟის დამსახურებით 2161 წელს ხელი მოეწერა ფედერაციის ქარტიას. დედამიწის მხრიდან ქარტიას ხელი მოაწერა კაპიტანმა არჩერამა (2184-2192 წლებში ფედერაციის პრეზიდენტი). ფედერაციის შექმნაში დიდი როლი შეასრულა ომმა რომულანებთან, რომელმაც აიძულა ალფა კვადრანტის რასები გაერთანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ.

XXIV საუკუნე

რედაქტირება
  • 2311 წელს შეიქმნა ნეიტრალური ზონა ფედერაციასა და რომულანულ იმპერიას შორის.
  • ფედერაცია და კლინგონთა იმპერია გახდნენ მოკავშირეები.
  • 2341 წელი - ომი კარდასიანებთან.
  • 2365 წელს მოხდა პირველი კონტაქტი ბორგთა კოლექტივთან. დაახლოებით ამავე პერიოდში ადამიანები შეხვდნენ რასას ქიუ (ინგლ. Q) და განვითარდა სამოქალაქო ომი კლინგონთა იმპერიაში.
  • 2370 წელს შეიქმნა დემილიტარიზებული ზონა ფედერაციასა და კარდასიას შორის
  • 2373 - 2375 წლებში ფედერაცია ომობდა დომინიონთან და მის მოკავშირე კარდასიანებთან.

გვიანი პერიოდი

რედაქტირება

ფედერაციის შემდგომ ისტორიაზე არსებობს მცირე ცნობები. ცნობილია რომ XXIX საუკუნეში ფედერაციამ შექმნა დროში მოგზაურობის ტექნოლოგია. ასევე ცნობილია რომ XXXI საუკუნისათვის ფედერაცია ამ სახით აღარ არსებობს შესაძლოა მოხდა რეორგანიზაცია უზარმაზარი რაოდენობით პლანეტების გაერთიანებისათვის (შესაძლოა ფედერაცია გარდაიქმნა გალაქტოკურ კავშირად ან გალაქტიკურ ფედერაციად).

ეკონომიკა

რედაქტირება

სერიალში ფედერაცია წარმოდგენილია თითქმის უტოპიურ საზოგადოებად, სადაც ყველას შეუძლია მიიღოს რაც სჭირდება. ეს უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია რეპლიკატორის გამოგონებასთან, რომლის წყალობითაც ფედერაციის მოქალაქეებს აღარ ემუქრებათ პროდუქტების დეფიციტი.

XXII საუკუნიდან ფული (ტრადიციული გაგებით) თანდათან გავიდა მოხმარებიდან, თუმცა კვლავ გამოიყენება ფედერაციის საზღვრებს მიღმა. ე. წ. ფედერალური კრედიტი გამოიყენება ანგარისწორებისათვის საგარეო ვაჭრობაში.

პოლიტიკა

რედაქტირება

ფედერაცია წარმოდგენილია, როგორც მისი ბეზობლებისაგან განსხვავებული სახელმწიფო. კარდასიანული კავშირის, კლინგონთა და რომულანთა იმპერიებისა და დომინიონისაგან განსხვავებით, სადაც ერთი რასა დომინირებს დანარჩენებზე, ფედერაცია ეფუძნება თანასწორიბის პრინციპს. ფედერაციაში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით. თუმცა ფედერაციაში წამყვანი პოზიცია უჭირავს რამდენიმე რასას. ძირითადად ესენია დამაარსებლები: ადამიანები, ვულკანელები, ადორიანები და ტელარიტები. ვარსკვლავური ფლოტის ოფიცრების უმრავლესობა ადამიანია, თუმცა ვხვდებით სხვა რასების წარმომადგენლებსაც (ხომალდ ვოიაჯერის მთავარი ინჟინერი ნახევრად კლინგონია, დაცვის უფროსი კი ვულკანელი. ენტერპრაიზ D-ზე ტაქტიკური ოფიცერი კლინგონია, მრჩეველი კი ბეტაზოიდი და სხვა.)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება