ბენჯამინ სისკო
ბენჯამინ სისკო (ინგლ. Benjamin Sisko) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9.
ბენჯამინ სისკო | |
---|---|
რასა | ადამიანი |
სქესი | მამრობითი |
დაბადების თარიღი | 2332[1] |
საქმიანობა | მეთაური კოსმოსური სადგურის ღრმა კოსმოსი 9 და ხომალდის USS დეფაიანტი |
წოდება | კომანდერი, კაპიტანი |
თანამდებობა | კაპიტანი |
ორგანიზაცია | ვარსკვლავური ფლოტი |
ოჯახი |
მამა — ჯოზეფ სისკო |
მონაწილეობს | ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 |
მსახიობი | ევერი ბრუკსი |
IMDB | IMDb პროფილი |
სისკო არის კოსმოსური სადგურის ღრმა კოსმოსი 9 მეთაური და ხომალდ დეფაიანტის კაპიტანი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბენჯამინ სისკო დაიბადა 2332 წელს ახალ ოელეანში რესტორნის მფლობელის ოჯახში. მას ჰყავს ერთი და დაორი ძმა.
2350 წელს სისკომ ჩააბარა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში. იგი გადიოდა პრაქტიკას 137-ე ვარსკვლავურ ბაზაზე.
აკადემიის დამთავრების შემდეგ სისკომ გაიცნო თავისი მომავალი ცოლი ჯენიფერი. მათ ეყოლათ შვილი რომელსაც ჯეიკი დაარქვეს.
სისკო მსახურობდა ხომალდზე „ლივინგსტონი“. აქ იგი დაუმეგობრდა კურზონ დაქსს. მოგვიანებით იგი გადავიდა ხომალდზე „ოკინავა“ და მიიღო ლეიტენანტის წოდება. ეს მოხდა კაპიტან ლეიტონოს წყალობით, რომელმაც ახალგაზრდა ოფიცერში დიდი პოტენციალი დაინახა.
მოგვიანებით სისკო დაინიშნა პირველ ოფიცრად „სარატოგაზე“. 2367 წლის დასაწყისში იგი მონაწილეობდა ბორგთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიღუპა სისკოს მეუღლე ჯენიფერი.
ამის შემდეგ მან მიიღპო დანიშნულება მარსზე, სადაც იგი აკონტროლებდა ხომალდების მშენებლობას. მათ შორის „USS დეფაიანტი“.
2369 წელს სისკო დაინიშნა მეთაურად კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Deep Space Nine), რომელი მდებარეობდა ბაჯორის სექტორში. ბაჯორი ახალი გათავისუფლებული იყო კარდასიანთა ოკუპაციისგან. ბაჯორთა კაი (რელიგიური ლიდერი) აცხადებს ნას ემისარად და აძლევა მას ერთ-ერთ „წინასწარმეტყველთა ცრემლს“ (ინგლ. Tears of the Prophets). მისი შესწავლისას ჯაძია დაქსმა აღმოაჩინა ანომალია სადგურის ახლოს. სისკომ და დაქსმა აღმოაჩინეს რომ ამ ანომალიის საშუალებით შესაძლებელია გამა კვადრანტში მოხვედრა. ასევე აღმოაჩინეს მასში მცხოვრები არსებები. ბაჯორელები ამ ანომალიას უწოდებენ ზეციურ ტაძარს, ამ არსებებს კი წინასწარმეტყველებს.
ამ აღმოჩენის გამო ღრმა კოსმოსი 9 გადაიქცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტად. იგი იქცა კომერციული, სამეცნიერო და პოლიტიკური მოქმედებების ცენტრად. სისკო და მაიორი კირა თავდაპირველი პრობლემების მიუხედავად დროთა განმავლობაში პატივიაცემით განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და საბოლოოდ დამეგობრდნენ კიდეც. სადგურზე სისკო კვლავ შეხვდა დაქსს, ჯაძია დაქსის სახით, რომელიც ასევე დაინისნა ღრმა კოსმოსი 9-ზე. დაქსის სიმბიოტი ადრე უკუთვნოდა კურზონს, სისკოს მეგობარს. სისკო და ჯაძიაც დამეგობრდნენ. მოგვიანებით როცა ჯაძიას დაღუპვის შემდეგ სიმბიოტი გადავიდა ეზრი დაქსთან სისკო ზრუნავდა მასზე. მან დანიშნა ეზრი ფსიქოლოგად სადგურზე.
ანომალიის აღმოჩენამ დაარწმუნა ბაჯორელები რომ სისკო არის წინასწარმეტყველთა ემისარი. თავდაპირველად იგი უარყოფდა ამას, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა მიეღო ეს როლი. როცა დომინიონთან ბრძოლისას სისკო თავისი ხომალდით გაემართა მთერთან შესახვედრად, წინასწარმეტყველები ჩაერივნენ და გაანადგურეს მოწინააღმდეგის ფლოტი.