კირა ნერისი

ვარსკვლავური გზის პერსონაჟი

კირა ნერისი (ინგლ. Kira Nerys) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9. იგი არის ბაჯორის წარმომადგენელი კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9. კირა გვარია და ნერისი სახელი (ბაჯორული ტრადიციით ჯერ იწერება გვარი, შემდეგ სახელი)

კირა ნერისი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2343
დაბადების ადგილი დაჰკურის პროვინცია, ბაჯორი[1]
საქმიანობა

ღრმა კოსმოსი 9

USS დეფაიანტი
წოდება მაიორი, კომანდერი, კაპიტანი
თანამდებობა პირველი ოფიცერი
ორგანიზაცია

ვარსკვლავური ფლოტი

ბაჯორის წინააღმდეგობის მოძრაობა
ოჯახი

კირა ტაბანი (მამა)

კირა მერუ (დედა)
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
მსახიობი ნანა ვიზიტორი
IMDB IMDb პროფილი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
კორა ნერისი ბავშვობაში

კირა ნერისი დაიბადა 2343 წელს, მას ორი ძმა (კირა რეონი და კირა პოჰლი) და ერთი და (კირა ჯადა). იგი დაიბადა კარდასიანული ოკუპაციის პერიოდში, რომელიც 50 წელი გრძელდებოდა. ის იზრდებოდა შრომით ბანაკში. ახალგაზრდობაში ის შეხვდა ისეთივე სისასტიკეს, როგორსაც მისი თანამემამულეები. მამამისი მონაწილეოდბა წინააღმდეგობის მოძრაობაში და დაიღუპა ბრძოლაში. დედა გარდაიცვალა ლტოლვილთა ბანაკში, როცა ნერისი 3 წლის იყო.

12 წლის ასაკში კირა ნერისი შეუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იბრძოდა ბაჯორის გათავისუფლებისთვის. ისინი ებრძოდნენ საოკუპაციო მთავრობას და თავს ესხმოდნენ კარდასიან სამხედროებს. ერთი წლის შემდეგ იგი მონაწილეობდა შრომითი ბანაკის გათავისუფლებაში. იგი 10 წლის მანძილზე თავის ჯგუფთან ერთად იმალებოდა მთებში. კირა ასევე მონაწილეობდა გალ პირეკის მკვლელობის დაგეგმვაში. 2365 წელს კოსმოსურ სადგურ ტერაკ ნორზე (ვარსკვლავური ფლოტისთვის გადაცემის შემდეგ ეწოდა ღრმა კოსმოსი 9) მან მოკლა ერთ-ერთი მოღალატე. სწორედ ამ დავალების შესრულებისას იგი პირველად შეხვდა ოდოს და კვარკს.

კარდასიანთა მიერ ბაჯორის დატოვების მერე კირა დაინიშნა სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და კაპიტან ბენჯამინ სისკოსთან ერთად მონაწილეობდა ბაჯორის აღდგენაში. თავდაპირველად იგი იყო წინააღმდეგი სადგურზე ვარსკვლავური ფლოტის ყოფნისა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. მიუხედავად იმისა რომ იგი ექვემდებარებოდა ბაჯორის მილიციას, კირა დიდ დახმარებას უწევდა ვარსკვლავურ ფლოტს. როცა დომინიონმა დაიკავა ღრმა კოსმოსი 9, კირა დარჩა სადგურზე და მოაწყო წინააღმდეგობის მოძრაობა რომელშიც ასევე კვარკი და ჯეიკ სისკოც მონაწილეობდნენ. მათი დახმარებით ვარსკვლავურმა ფლოტმა დაიბრუნა სადგური.

 
კირა ნერისს ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობები ოდოსთან.

წინააღმდეგობის მოძრაობაში მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას ვარსკვლავურ ფლოტში სამსახურის დროს. ვარსკვლავური ფლოტის დავალებით კირა, ოდო და გარეკი შეიპარნენ დომინიონის მიერ ოკუპირებული კარდასიის ტერიტორიაზე და ეხმარებოდნენ მათ წინააღმდეგობის ორგანიზებაში. ომის დამთავრების შემდეგ კირა ხდება ღრმა კოსმოსი 9ს მეთაური.

2374 წელს კირა დააწინაურეს პოლკოვნიკობამდე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


სქოლიო რედაქტირება