ჯუბა
ჯუბა (ინგლ. Juba, არაბ. جوبا) — სამხრეთ სუდანის დედაქალაქი. შტატ ცენტრალური ეკვატორიის ადმინისტრაციული ცენტრი. 2008 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 230 195 კაცი[1].
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ჯუბა ინგლ. Juba არაბ. جوبا | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი | ცენტრალური ეკვატორია | ||
კოორდინატები | 04°51′00″ ჩ. გ. 31°36′00″ ა. გ. / 4.85000° ჩ. გ. 31.60000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1922 | ||
ადრეული სახელები | გონდოკორო | ||
ფართობი | 52 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 460 მ | ||
მოსახლეობა | 230 195 კაცი (2008) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
ისტორიარედაქტირება
ქალაქი დაარსდა XIX საუკუნეში, როგორც ვაჭრობის ცენტრი და ეწოდებოდა გონდოკორო. ბრიტანელების სუდანის სამხრეთი ნაწილის უგანდასთან გაერთიანების სურვილმა კრახი განიცადა, როდესაც 1947 წელს ჯუბაში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩრდილოეთი და სამხრეთი სუდანის გაერთიანების შესახებ. 1955 წელს ქალაქში ჯარისკაცების ამბოხს სამხრეთიდან მოჰყვა სუდანის პირველი სამოქალაქო ომი, რომელიც მხოლოდ 1972 წელს დამთავრდა.
1977 წელს ქალაქში გაიხსნა უნივერსიტეტი. სუდანის მეორე სამოქალაქო ომის პერიოდში ჯუბა იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა იდეა, რომ დედაქალაქი გადაეტანათ და აეშენებინათ სხვა ადგილზე[2]. 2011 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ სუდანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი გადაიტანონ ჯუბიდან ქალაქ რამსელში, დღევანდელი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 240 კმ-ზე, რადგანაც ცენტრალური ეკვატორიის შტატის ხელისუფლებამ, რომელ ტერიტორიაზეც ჯუბა მდებარეობდა, ცენტრალურ ხელისუფლებას უარი უთხრა შესაბამისი რაოდენობის მიწის გამოყოფაზე ახალი სახელმწიფო შენობების ასაშენებლად. დედაქალაქის გადატანას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 6 წელი, რადგანაც რამსელში უნდა აშენდეს ბევრი სამთავრობო ობიექტი[3]..
მოსახლეობარედაქტირება
2008 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 230 195 ადამიანს.
მოსახლეობის ზრდის დინამიკა:
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1973 (აღწერა) | 56 737 |
1983 (აღწერა) | 83 787 |
1993 (აღწერა) | 114 980 |
2005 (შეფასება) | 163 442 |
2007 (შეფასება) | 172 730 |
2008 (შეფასება) | 230 195 |
კლიმატირედაქტირება
ჯუბის კლიმატი — ტიპური სუბეკვატორული სავანური მშრალი სეზონით ნოემბერ-მარტში და ნოტიო სეზონით (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით). მშრალი სეზონი ხასიათდება ცხელი და მშრალი ამინდით, და დიდი დღე-ღამური ცვალებადობით, ნოტიო სეზონი — უფრო გრილი და ნოტიოა, მაგრამ მცირე დღე-ღამური ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა მცირედ იცვლება და მთელი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 25-30 °C-ს. წელიწადში მოდის 1000 მმ ნალექი.
ინფრასტრუქტურარედაქტირება
ქალაქი პორტია მდინარე თეთრ ნილოსზე და სამხრეთის ბოლო პუნქტია ნილოსის გასწვრივ არსებულ გზებზე. სამოქალაქო ომამდე ჯუბა იყო სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ავტოგზებითაა შეერთებული კენიასთან, უგანდასთან და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.
დღეისათვის ქალაქში ავტოგზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. მრგვალი, თიხისგან აგებული პატარა სახლები გადახურულია ბალახებისგან გაკეთებული სახურავით, ზოგან დგას მაღაზიის საწყობების ერთსართულიანი აგურის შენობები.
მასმედიარედაქტირება
მირაია FM (სარკე) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის რადიოსადგური, მაუწყებლობს ჯუბიდან.
სპორტირედაქტირება
ჯუბაში არსებობს ჯუბის სტადიონი, რომელზეც საშინაო საფეხბურთო თამაშებს ატარებს ქალაქის საფეხბურთო კლუბი „მალაკია“ — სუდანის თასის 2009 წლის ნახევარფინალისტი.
ქალაქში ასევე არსებობს კალათბურთის სტადიონი.[4]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Equatorians Abroad
- Fisher, J. 2005, 'Southern Sudan's Front-line Town', BBC News, 20 April 2005.
- Holt, K. 2007, 'In pictures: Juba's Street Struggle', BBC News, 4 January 2007.
- MSN Map – elevation = 550m[მკვდარი ბმული]
- Sudan And Uganda Sign MoU To Develop Infrastructure დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- 'Gulu-Juba rail link underway' დაარქივებული 2010-10-09 საიტზე Wayback Machine.
- 'South Sudan Internet radio' დაარქივებული 2010-11-15 საიტზე Wayback Machine.
- World's Newest Nation would Start Almost from Scratch დაარქივებული 2011-09-21 საიტზე Wayback Machine. – article & video by McClatchy
- Profile of The City of Juba დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Citypopulation
- ↑ Lenta.ru: В мире: Южный Судан построит новую столицу
- ↑ Власти Южного Судана решили перенести столицу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
- ↑ Unity State basketball team defeats SPLA Bilpham warriors in final match. newsudanvision.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2011-1-18.