ჯორჯ ევერესტი
ჯორჯ ევერესტი (ინგლ. George Everest; დ. 4 ივლისი, 1790 — გ. 1 დეკემბერი, 1866) — ბრიტანელი გეოდეზისტი. სწავლობდა ვულიჯის სამეფო სამხედრო აკადემიაში. 1806–1843 წლებში შეასრულა ინდოეთის სხვადასხვა რაიონის ტოპოგრაფიული აგეგმვა. 1841 წელს დაასრულა ჰიმალაის ტოპოგრაფიული აგეგმვა. ევერესტის დიდ სამეცნიერო მიღწევად ითვლება ინდოეთის მერიდიანული ღერძის დადგენა (11°30'). 1818–1843 წლებში მუშაობდა ინდოეთის გეოდეზიურ სამსახურში. 1830-1843 წლებში იყო ინდოეთის მთავარი გეოდეზისტი. 1806 წელს შეუერთდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას და მომდევნო 7 წელი ბენგალში გაატარა. 1814-1816 წლებში მუშაობდა იავის ტოპოგრაფიულ აგეგმვაზე, შემდეგ ინდოეთში დაბრუნდა. ევერესტმა ინდოეთის გეოდეზია და კარტოგრაფია ახალ დონეზე აიყვანა. 1827 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად, ხოლო 1861 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. 1862 წლიდან იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 1865 წელს სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მისი სახელი მიანიჭა დედამიწის უმაღლეს წერტილს, თუმცა თავად ევერესტი ამის წინააღმდეგი იყო.
ჯორჯ ევერესტი | |
---|---|
ჯორჯ ევერესტი | |
დაბადების თარიღი |
4 ივლისი, 1790 კრიკჰაუელი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1 დეკემბერი, 1866 გრინვიჩი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | გეოდეზია |