ჯონ ჯოზეფ ჰოპფილდი (ინგლ. John Joseph Hopfield; დ. 15 ივლისი, 1933, ჩიკაგო) — ამერიკელი ფიზიკოსი, ხელოვნური ნეირონული ქსელის ერთ-ერთი პიონერი მკვლევარი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ჯოფრი ჰინტონთან ერთად, 2024).

ჯონ ჰოპფილდი
ინგლ. John Joseph Hopfield
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1933(1933-07-15)[1] (91 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, ბიოლოგი, molecular biologist, უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი, ბიოქიმიკოსი[1] , ნეირომეცნიერი[1] და ინფორმატიკოსი[1]
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[2] , კალიფორნიის უნივერსიტეტი[2] , კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2] და Bell Labs[3]
ალმა-მატერი კორნელის უნივერსიტეტი[2] და სუორთმორის კოლეჯი[2]
მამა John J. Hopfield
დედა Helen S. Hopfield[4]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[2] , მაკართურის სტიპენდია, ალბერტ აინშტაინის მსოფლიო სამეცნიერო ჯილდო, ჰაროლდ პენდერის პრემია[5] , IEEE Frank Rosenblatt Award[6] , ოლივერ ბაკლის პრემია ფიზიკაში[7] , Swartz Prize, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, მაქს დელბრიუკის პრემია[8] [8] , დირაკის მედალი[9] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, IEEE Neural Networks Pioneer Award, Boltzmann Medal[10] და ნობელის პრემია ფიზიკაში[11] [12]

დაამთავრა სუორთმორ-კოლეჯი (პენსილვანია, აშშ) ფიზიკის განხრით 1954 წელს. 1958 წელს მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბელის ლაბორატორიაში, პრინსტონის, კალიფორნიისა (ბერკლი) და კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნური ნეირონული ქსელის კვლევაში, განსაკუთრებით ე. წ. ჰოპფილდის ქსელის განვითარებაში. ამ დამსახურებისთვის 2024 წელს ბრიტანელ-კანადელ მეცნიერ ჯოფრი ჰინტონთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება