ჯონ უიზდომი
ჯონ უიზდომი (ინგლ. John Wisdom; დ. 12 სექტემბერი 1904, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, — გ. 9 დეკემბერი, 1993, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ანალიზური ფილოსოფიის „კემბრიჯის სკოლის“ წარმომადგენელი. 1950-1951 წლებში ეკავა არისტოტელეს საზოგადოების თავმჯდომარის პოსტი. 1953 წელს გამოსცა წიგნი „ფილოსოფია და ფსიქოანალიზი“, რომელიც ანალიზური ფილოსოფიის ახალი მიმართულების — ლინგვისტური თერაპიის სათავე გახდა. ჯონ უიზდომი თვლიდა, რომ ენის ანალიზის პროცესში ანალიტიკოსის ობიექტი არა მხოლოდ ენაა, არამედ თვით იგიც — ანალიტიკოსიც, რომელიც ჯანსაღდება ფილოსოფიური მნიშვნელობით, მსგავსად იმისა, როგორც ამას ადგილი აქვს ფსიქოანალიზში. უიზდომის აზრით, არაცნობიერის კონცეპტი ახდენს ვერბალურსა და რეალურს შორის არსებული განსხვავების ილუსტრირებას. ფილოსოფიური პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ცნებათა ახალი გააზრებით და არა ემპირიულ ფაქტზე ან ლოგიკურ ნათელყოფაზე გადამისამართებით.
ჯონ უიზდომი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 სექტემბერი, 1904[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ლეიტონი |
გარდ. თარიღი | 9 დეკემბერი, 1993[1] [2] [3] [4] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და ორეგონის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და Fitzwilliam College |
გავლენა მოახდინეს |
თავის სტატიაში „ღმერთები“ (1941, გამოიცა 1945 წელს) მან პირველმა დააყენა საკითხი რელიგიური მეტყველების საფუძვლიანობის შესახებ. ეს სტატია“ვიტგენშტაინიანური ფიდეიზმის“ ნიმუშია, შექმნილი გაცილებით უფრო ადრე რელიგიის როგორც „ენობრივი თამაშისა“ და „სასიცოცხლო ფორმის“ კონცეპციის გამოქვეყნებამდე, რომელიც ფიგურირებს ვიტგენშტაინის „ფილოსოფიურ გამოკვლევებსა“ და მის ჩანაწერებში. უიზდომის მიხედვით, თეისტი და ათეისტი თანხმობაში არიან გარე სამყაროს ფაქტების მიმართ, მაგრამ მკვლევართა პოზიციები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ფაქტების ინტერპრეტაციას და მათი განმარტებითი მოდელები განსხვავდებიან. სწორედ მათ შესახებ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსია როგორც თეისტსა და ათეისტს შორის, ასევე კონფესიათშორისი პაექრობების დროს.
თხზულებები
რედაქტირება- Interpretation and Analysis, (1931)
- Wisdom J. Gods // Proceedings of the Aristotelian Society. — 1944-1945. — Vol. XLV. — P. 45.
- Other Minds, (1952)
- Philosophy & PsychoAnalysis, (1953)
- Paradox and Discovery, (1965)
- Proof and Explanation (The Virginia Lectures 1957), (1991)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.