ჯონ პლეიფერი
ჯონ პლეიფერი (ინგლ. John Playfair; დ. 10 მარტი, 1748, ბენვი — გ. 20 ივლისი, 1819, ბერნტაილენდი) — შოტლანდიელი გეოლოგი და მათემატიკოსი. ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი. მათემატიკაში ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, თავისი შრომებით გეომეტრიის დარგში. გამოსცა ევკლიდეს შრომები, რომელსაც თან დაურთო კომენტარები. 1795 წელს მოგვცა ევკლიდეს პარალელურობის აქსიომის საკუთარი ალტერნატიული ფორმულირება, რომელსაც ეწოდა პლეიფერის პარალელურობის აქსიომა. გეოლოგიაში მხარს უჭერდა ჯეიმზ ჰატონის იდეებს, მოგვცა უნიფორმიზმის როგორც გეოლოგიური კონცეფციის განმარტება. იყო ჯეიმზ ჰატონის მიერ მოწყობილი ექსპედიციების მონაწილე. შვეიცარიის ალპებში მოგზაურობისას შეისწავლა ერატიკული ლოდები. გაშუქებული აქვს გეომორფოლოგიური საკითხები. ავტორია შრომებისა: „გეომეტრიის ელემენტები“ (1795), „საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის საფუძვლები“ (1812-1816) და სხვა.
ჯონ პლეიფერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 მარტი, 1748[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | დანდი |
გარდ. თარიღი | 20 ივლისი, 1819[1] [2] [3] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერნტაილენდი |
დასაფლავებულია | Old Calton Cemetery |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მათემატიკოსი, გეოლოგი და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ედინბურგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი[4] |
განთქმული მოსწავლეები | John Leslie[4] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი |
გავლენა მოახდინეს | |