ჯონ ბარტი

ამერიკელი მწერალი

ჯონ სიმონს ბარტი (ინგლ. John Simmons Barth; დ. 27 მაისი, 1930, კემბრიჯი, მერილენდი, აშშ, — გ. 2 აპრილი, 2024, ბონიტა-სპრინგზი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი მწერალი, პოსტმოდერნული პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ჯონ ბარტი
ინგლ. John Simmons Barth
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1930(1930-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი Cambridge, მერილენდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 2024(2024-04-02)[9] (93 წლის)
გარდაცვალების ადგილი Bonita Springs, ფლორიდა, აშშ[9]
საქმიანობა მწერალი[8] , რომანისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჯულიარდის სკოლა და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
პერიოდი 1973
ჯილდოები წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის[10] , პენ/მალამუდის პრემია[11] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (მაგისტრი, 1952). 1953 წლიდან ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას ასწავლიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, 1965 წლიდან იყო ბუფალოში ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი და რეზიდენტი მწერალი, 1973-1995 წლებში კი — ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და შემოქმედებითი წერის პროფესორი.

შემოქმედება

რედაქტირება

ბარტის პირველი რომანი „მცურავი ოპერა“ ("The Floating Opera") 1956 წელს გამოქვეყნდა. მისი მნიშვნელოვანი თხზულებებია: რომანები „ბანგით მოვაჭრე“ (“The Sot-Weed Factor”, 1960) და „თხაბიჭი ჯაილზი“ (“Giles Goat-Boy”, 1966), მოთხრობების კრებული „ატრაქციონში დაკარგული“ (“Lost in the Funhouse”, 1968), ნოველების კრებული „ქიმერა“ ("Chimera", 1972; წიგნის ეროვნული პრემია, 1973), ეპისტოლური რომანი „წერილები“ (“Letters”, 1979) და სხვ.

ბარტი თავის ნაწარმოებებში მიმართავს ე. წ. მეტაპროზის ხერხებს, მისთვის დამახასიათებელია რთული და მახვილგონივრული თხრობის მანერა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფილოსოფიური სიღრმე და სატირა, „შავი“, ზოგჯერ უხამსი იუმორიც. მის თხზულებებს მოტივად გასდევს სწორი ქმედების არჩევანის მოჩვენებითი შეუძლებლობა სამყაროში, სადაც არ არსებობს აბსოლუტური ღირებულებები.

ბარტს გამოქვეყნებული აქვს ასევე ესეები და წერილები ლიტერატურის თეორიის საკითხებზე, მ. შ., ესე „ამოწურვის ლიტერატურა“ ("The Literature of Exhaustion", 1967), რომელიც პოსტმოდერნიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება
  • The Floating Opera (1956)
  • The End of the Road (1958)
  • The Sot-Weed Factor (1960)
  • Giles Goat-Boy (1966)
  • Chimera (1972)
  • LETTERS (1979)
  • Sabbatical: A Romance (1982)
  • The Tidewater Tales (1987)
  • The Last Voyage of Somebody the Sailor (1991)
  • Once Upon a Time: A Floating Opera (1994)
  • Coming Soon!!!: A Narrative (2001)
  • Where Three Roads Meet (2005)
  • Every Third Thought: A Novel in Five Seasons (2011)

მოთხრობების კრებულები

რედაქტირება
  • Lost in the Funhouse: Fiction for Print, Tape, Live Voice (1968)
  • On with the Story (1996)
  • The Book of Ten Nights and a Night: Eleven Stories (2004)
  • The Development: Nine Stories (2008)
  • Collected Stories (2015)

არამხატვრული თხზულებები

რედაქტირება
  • The Friday Book: Essays and Other Nonfiction (1984)
  • Further Fridays: Essays, Lectures, and Other Nonfiction, 1984–1994 (1995)
  • Final Fridays: Essays, Lectures, Tributes & Other Nonfiction, 1995–2012 (2012)
  • Postscripts (or Just Desserts): Some Final Scribblings (2022)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Clavier, Berndt, John Barth and Postmodernism: Spatiality, Travel, Montage. Peter Lang, 2007.
  • Grausam, Daniel. "Institutionalizing Postmodernism: John Barth and Modern War". On Endings: American Postmodern Fiction and the Cold War. University of Virginia Press, 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება