ჯოზუე კარდუჩი
ჯოზუე კარდუჩი (იტ. Giosuè Carducci) (27 ივლისი 1835, ვალდიკასტელო, იტალია - 16 თებერვალი 1907, ბოლონია, იტალია) — იტალიელი პოეტი, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მასწავლებელი. იგი ითვლება თანამედროვე იტალიის ეროვნულ პოეტად.[9][10][11] 1906 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „არა მხოლოდ ღრმა შემეცნებითი და კრიტიკული კვლევის, არამედ შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძლიერებისთვის".[12]კარდუჩი პირველი იტალიელი ნობელიანტია ლიტერატურაში.[13]
ჯოზუე კარდუჩი | |
---|---|
იტალ. Giosuè Carducci | |
სრული სახელი | ჯოზუე ალესანდრო ჯუზეპე კარდუჩ |
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1835 |
დაბადების ადგილი | პიეტრასანტა, ტოსკანა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1907 |
გარდაცვალების ადგილი | ბოლონია, იტალია |
დასაფლავებულია | Certosa di Bologna[1] |
ფსევდონიმი | Enotrio Romano[2] და Romano Enotrio[3] |
საქმიანობა | პოეტი |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | convent of Scolopi[1] და Scuola Normale Superiore. Classe di Lettere e Filosofia[4] [1] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[5] [6] [7] [1] |
მეუღლე | Elvira Menicucci[8] |
შვილ(ებ)ი | Beatrice Carducci და Libertà Carducci[8] |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოზუე კარდუჩი ტოსკანის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში,ლუკას პროვინციის პატარა ქალაქ პიეტრასანტაში დაიბადა. მამამისი ექიმი იყო. იგი მხარს უჭერდა იტალიის გაერთიანებას და კარბონარების ორგანიზაციის წევრთა რიგებში ირიცხებოდა. მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, კარდუჩის ბავშვობის პერიოდში ოჯახს რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. საბოლოოდ რამდენიმე წლით ფლორენციაში დასახლდნენ.
სკოლაში სწავლის წლებში კარდუჩი მოხიბლული იყო ბერძნული და ანტიკური რომაული სტილით. ზრდასრულობისას შექმნილ მის ნამუშევრებში კლასიკური სტილის გავლენა იგრძნობა, რომლებშც ხშირად ჰორაციუსისა და ვირგილიუსის საზომებია გამოყენებული. ჯოზუე კარდუჩიმ იტალიურად თარგმნა ჰომეროსის ნაშრომის - ილიადა - მეცხრე წიგნი.
კარდუჩმა პრესტიჟული სასწავლებლის სტიპენდია მოიპოვა, სადაც სწავლა 1856 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სკოლაში დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან პირველი პოეტური კრებული „Rime“ გამოაქვეყნა. იმავე წელს კარდუჩის მამა გარდაიცვალა, მისმა ძმამ კი თავი მოიკლა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Scotti M. Dizionario Biografico degli Italiani — 1977. — Vol. 20.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Frattarolo R. Dizionario degli scrittori italiani contemporanei pseudonimi: 1900-1975: con un repertorio delle bibliografie nazionali di opere anonime e pseudonime — Ravenna: Angelo Longo Editore, 1975. — P. 118.
- ↑ Scuola Normale Superiore Elenco degli alunni della Scuola Normale Superiore di Pisa dal 1847 al 1970 — Pisa: Pacini Editore, 1973. — P. 18. — 104 გვრ.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1906/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ OPAC SBN
- ↑ 8.0 8.1 I Senatori d'Italia
- ↑ Giosuè დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine. in DOP
- ↑ Baldi, Giusso, Razetti, Zaccaria, Dal testo alla storia. Dalla storia al testo, Torino, 2001, vol. 3/1B, p. 778: "Partecipò intensamente alla vita culturale del tempo e ... sostenne infinite polemiche letterarie e politiche".
- ↑ Giulio Ferroni, Profilo storico della letteratura italiana, Torino, 1992, p. 780: "Si trasforma in poeta ufficiale dell'Italia umbertina".
- ↑ „Giosue Carducci | Italian poet“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 22 August 2017.
- ↑ Vita, opere e poetica di Giosuè Carducci it-IT (13 June 2014). ციტირების თარიღი: 5 August 2016