ჯოვანი ალფონსო ბორელი
ჯოვანი ალფონსო ბორელი (იტალ. Giovanni Alfonso Borelli; დ. 28 იანვარი, 1608 — გ. 31 დეკემბერი, 1679) — იტალიელი ფიზიოლოგი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი.
ჯოვანი ალფონსო ბორელი | |
---|---|
იტალ. Giovanni Alfonso Borelli | |
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1608[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო[7] |
გარდ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1679[1] [2] [3] [4] [5] [8] [6] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი, პაპის ოლქი[7] |
დასაფლავებულია | San Pantaleo, Rome[9] |
მოქალაქეობა | ნეაპოლის სამეფო |
საქმიანობა | მათემატიკოსი, historian of mathematics, ექიმი და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | პიზის უნივერსიტეტი[10] , University of Messina[2] და University of Messina[10] |
ალმა-მატერი | სავარ. საპიენცის უნივერსიტეტი[11] [2] |
განთქმული მოსწავლეები | მიქელანჯელო ფარდელა და ალესანდრო მარკეტი |
ბორელს ეკუთვნის ნაშრომები ფიზიკის, მედიცინის, ასტრონომიის, გეოლოგიის, მათემატიკის, მექანიკის დარგებში. ის ცნობილია როგორც ბიომექანიკის დამაარსებელი. ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც განიხილა პლანეტების გადაადგილების დინამიკა და გაუკვალა ნიუტონს გზა მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოსაჩენად.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბორელი დაიბადა 28 იანვარს კასტელ-ნუოვოში, ნეაპოლის რეგიონში. მამა, მიგელ ალონსო, ესპანელი ქვეითი ჯარისკაცი იყო, დედა კი იტალიელი, ლაურა პორელო (ალტერნატიულად, პორელი ან ბორელი). მოგვიანებით ჯოვანი თავის ნაშრომებს დედის გვარზე (ბორელი) აწერდა ხელს.
ბორელი განათლების მისაღებად გაემგზავრა რომში, სადაც სწავლობდა მედიცინას და მათემატიკას გალილეო გალილეის მოსწავლესთან, ბენედეტო კასტელისთან (ტორიჩელთან ერთად). 1635 წლიდან მუშაობდა მესინის უნივერსიტეტში, 1649 წელს გახდა მათემატიკის პროფესორი. 1640 წელს კი პირადად გაიცნო გალილეო გალილეი ფლორენციაში.
1656 წელს ბორელმა ჩაიბარა მათემატიკის კათედრა პიზის უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაიცნო ექიმი მარჩელო მალფიგი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მიკროსკოპის გამოყენება. ბორელიც დაინტერესდა ამ მიმართულებით და საკმაოდ ღირებული შედეგებიც მიიღო.
ბორელი და მალფიგი ორთავე დელ ჩიმენტოს აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლები და წევრები იყვნენ. სწორედ აკადემიაში მოღვაწეობისას ჯოვანი პირველად დაინტერესდა ბიომექანიკით. აღსანიშნავია, რომ ის ბიომექანიკის მამადაა აღიარებული. ბორელის მოღვაწეობა დელ ჩიმენტოს აკადემიაში იყო დროებითი და მისი წამოსვლის შემდეგ აკადემია მალე დაიშალა.
1668 წელს ბორელი დაბრუნდა მესინაში, მაგრამ ბრალი დასდეს პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობაში, და ის მალევე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქალაქიდან. ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაატარა სიღარიბეში, მუშაობდა რა სკოლის მათემატიკის მასწავლებლად რომში. სწორედ რომში გაიცნო შვედეთის ყოფილი დედოფალი კრისტინა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბორელის წიგნის „De Motu Animalium“ გამოქვეყნებაში. ეს წიგნი ბორელის გარდაცვალების შემდეგ 1680 წელს გამოიცა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაბიომექანიკა
რედაქტირებაბორელი მიიჩნევა ბიომექანიკის ფუძემდებლად. მისი ორტომიანი ნამუშევარი "De Motu Animalium" განიხილავს ცხოველთა ორგანიზმს მათემატიკური მექანიკური თეორიების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღებით გამოიკვლია კუნთები. მაგალითად, გულს განიხილვდა როგორც ტუმბოს სარქველებით, სიარულის პროცესს კი როგორც სიმძიმის ცენტრის მიზანმიმართულ გადაადგილებას, წოსაწორობის აღდგენის წესების თანხლებით.
ბორელმა გამოიკვლია სხეულის დინამიკა და სტატიკა, შეაფასა ძალა, რომელსაც კუნთები ანვითარებენ სხვადასხვა აქტივობების დროს (სირაული, სირბილი, ხტომა, სიმძიმეების აწევა). მან განიხილა აგრეთვე ჩიტების ფრენა, თევზების ცურვა და ა.შ. ეს ნაშრომი არაერთხელ გამოიცემოდა და დიდი გავლენა მოახდინა თეორიულ მედიცინაზე.
ასტრონომია
რედაქტირებაბორელმა განაგრძო გალილეოს მიერ აღმოჩენილი იუპიტერის მთვარეების სისტემატური შესწავლა. თავის წიგნში "Theory of the Medicean Planets" (1666) მან გააკეთა იმ მომენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ მათთვის, ისევე როგორც პლანეტებისთვის, სრულდება კეპლერის კანონები. ამავე წიგნში ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბაბა არასრული, მაგრად პრინციპულად სწორი ვერსია მსოფლიო მიზიდულობის კანონისა, შესთავაზა რა, რომ პლანეტების გადაადგილება ხორციელდება მზის მიზიდულობასა და ზოგიერთი ცენტრიდანული ძალის წონასწორობას შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 7.0 7.1 Борелли Джованни Альфонсо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 10.0 10.1 The Galileo Project
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.