ჯივაკა
ჯივაკა (ინგლ. Jiwaka Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მინი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ჯივაკა ინგლ. Jiwaka Province | |||
| |||
ქვეყანა | პაპუა-ახალი გვინეა | ||
შიდა დაყოფა | North Waghi District, Anglimp-South Waghi District და Jimi District | ||
კოორდინატები | 6°00′00″ ს. გ. 144°35′00″ ა. გ. / 6.00000° ს. გ. 144.58333° ა. გ. | ||
დაარსდა | 2012 | ||
ფართობი | 4798 კმ² | ||
მოსახლეობა | 343 987 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 71,69 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+10:00]] | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობი შეადგენს 4798 კმ²-ს[1]. მდებარეობს კუნძულ ახალ გვინეაზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ადმინისტრაციულად ეკუთვნის ჰაილენდსის რეგიონს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მადანგის პროვინციას, აღმოსავლეთით — სიმბუს პროვინციას, სამხრეთით — საუთერნ-ჰაილენდსის პროვინციას, დასავლეთით — უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციას.
პროვინციის ტერიტორიის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეადგენს, დაახლოებით, 60 კმ-ს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 130 კმ-ს.
პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ბისმარკის ქედის სამხრეთი ფერდობები. სამხრეთით კი პროვინციაში ყველაზე მაღალი და პაპუა-ახალ გვინეაში მეხუთე კუბორის მწვერვალი, კაბანგამას მთით (4104 მეტრი)[2].
ისტორია
რედაქტირება2009 წლის ივლისში გამოიცა კანონი 2012 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჯივაკას პროვინცია უნდა შექმნილიყო უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციიდან ჯიმის (Jimi), ანგლიმპ-საუტ-ვაგის (Anglimp-South Wahgi) და ნორტ-ვაგის (North Wahgi) რაიონების გამოყოფის გზით[1][3]. ოფიციალურად პროვინცია შეიქმნა 2012 წლის 17 მაისს[4].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინციის ტერიტორია იყოფა სამ რაიონად: ჯიმი, ანგლიმპ-საუტ-ვაგი და ნორტ-ვაგი. თავის მხრივ თითოეული რაიონი შედგება ადგილობრივი მმართველობის რამდენიმე ერთეულისაგან (LLG)[5][6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Western Highlands Province. The National Research Institute (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-22. ციტირების თარიღი: 30-06-2012.
- ↑ Mount Kabangama, Papua New Guinea (ინგლისური)
- ↑ «PNG to create two new provinces», Sydney Morning Herald, July 15, 2009 (ინგლისური)
- ↑ «PNG'S new province Hela, Jiwaka declared» დაარქივებული 2012-07-24 საიტზე Wayback Machine. , The National, 17 May 2012 (ინგლისური)
- ↑ პაპუა-ახალი გვინეის რაიონები — statoids.com (ინგლისური)
- ↑ LLG Names List. SOUTHERN HIGHLANDS PROVINCE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2014-11-20.