ბისმარკის ქედი
ბისმარკის ქედი (ინგლ. Bismarck Range) — ქედი პაპუა-ახალ გვინეაში. ცენტრალური მაღლობის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 4509 მ (მთა ვილჰელმი, პაპუა-ახალი გვინეის უმაღლესი წერტილი). დამახასიათებელია მაღალმთიანი ლანდშაფტი. უმაღლესი წერტილი თოვლით არის დაფარული. ზღვის დონიდან დაახლოებით 3400 მ სიმაღლეზე ტუნდრაა განვითარებული. კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე რამუ და მდინარეების სეპიკისა და პურარის შენაკადები. სახელი ეწოდა გერმანიის სახელმწიფო მოღვაწის ოტო ფონ ბისმარკის პატივსაცემად.
ბისმარკის ქედი | |
---|---|
მთა ვილჰელმი | |
კოორდინატები: 5°30′ ს. გ. 144°45′ ა. გ. / 5.500° ს. გ. 144.750° ა. გ. | |
ქვეყანა | პაპუა-ახალი გვინეა |
უმაღლესი წერტილი | ვილჰელმი |
სიმაღლე | 4509 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბისმარკის ქედი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)