ვილჰელმი (ინგლ. Mount Wilhelm) — პაპუა-ახალი გვინეის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე — 4509 მ.[1] მდებარეობს ბისმარკის ქედზე, პაპუა-ახალი გვინეის სამი პროვინციის: სიმბუს, უესტერნ-ჰაილენდსისა და მადანგის შესაყარზე. ადგილობრივ, კუმანა ენაზე მწვერვალი ცნობილია „ენდუვა-კომბუგლუს“ სახელწოდებით. 1944 წლის 22 მაისს მწვერვალის კალთებზე ავიაკატასტროფა განიცადა ამერიკულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. პირველი ასვლა განხორციელდა 1938 წელს. მწვერვალმა სახელი მიიღო 1888 წელს ოტო ფონ ბისმარკის შვილის პატივსაცემად. ვილჰელმი პოპულარული ადგილია ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის და ალპინისტებისათვის.[2]

ვილჰელმი
ვილჰელმი
ვილჰელმი
კოორდინატები: 05°48′ ს. გ. 145°02′ ა. გ. / 5.800° ს. გ. 145.033° ა. გ. / -5.800; 145.033
ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
სიმაღლე 4509 
ქედი ბისმარკის ქედი
პირველი ასვლა 1938
ვილჰელმი — პაპუა-ახალი გვინეა
ვილჰელმი

სქოლიო რედაქტირება