ჯეისი დონ კეროლი (ინგლ. Jaycee Don Carroll; დ. 16 აპრილი, 1983, ლარამი) — აზერბაიჯანელი-ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. არის ლიგა ACB-გუნდის, რეალ მადრიდის შემადგენლობაში. აგრეთვე იგი ირიცხება აზერბაიჯანის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში. იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეჯისისთვის კოლეჯის კალათბურთის თამაშისას ყველასთვის ნაცნობი იყო მისი სროლის სტილით, სროლის არეალითა და გამძლეობით. 3 ქულიანების რეალიზების პროფენტით, NCAA-ის ისტორიაში, იგი მეორე ადგილს იკავებს.[1] არის ეჯისის ყველა დროის საუკეთესო სქორერი.[2]

ჯეისი კეროლი

კეროლი რეალ მადრიდში 2017 წელს
№ 20 – რეალ მადრიდი
მსროლელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 16 აპრილი, 1983 (1983-04-16) (41 წლის)
გრინვილი, სამხრეთი კაროლინა
ეროვნება ამერიკელი/აზერბაიჯანელი
უმაღლესი სკოლა Evanston (Evanston, Wyoming)
სიმაღლე 188 სმ
წონა 84 კგ
კარიერა
კოლეჯი Utah State (2004–2008)
NBA-ის დრაფტი 2008 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2008–დღემდე
კარიერის ისტორია
2008–2009 ტერამო ბასკეტი
2009–2011 გრან კანარია
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

პროფესიონალური კარიერა რედაქტირება

2009 წელს კეროლმა თამაში ესპანეთის ACB ლიგის გუნდში, გრან კანარიაში დაიწყო თამაში. მისი აგენტის მიხედვით:„ჯეისი იმედოვნებდა, რომ ამ წელს განავითარებდა საკუთარ დაცვით უნდარებს და უახლოეს მომავალში გააფორმებდა კონტრაქტს NBA-ის გუნდთან.[3]

2010 წელს, ორლანდოს პრო ზაფხულის ლიგაზე კეროლი ბოსტონ სელტიქსის საზაფხულო გუნდში თამაშობდა.[4] მოგვიანებით მან ნიუ-იორკ ნიქსის სახელით ითამაშა ლას-ვეგასის ზაფხულის ლიგაზე.[5]

რეალ მადრიდი რედაქტირება

2011 წლის ივლისში კეროლმა რეალ მადრიდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] 2013 წლის 22 ივლისს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულების გაგრძელებას და ამ კონტრაქტით კეროლს გუნდში დარჩენა 2017 წლამდე შეეძლო.[7]

2014-15 წლების სეზონში, ევროლიგის ფინალებში რეალ მადრიდმა დაამარცხა ოლიმპიაკოსი ანგარშით 78-59 და ამ გამარჯვებით ევროლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.[8] ამავე სეზონის ბოლოს რეალ მადრიდმა მოიპოვა ესპანეთის ლიგა 2014-15-ის ჩემპიონობა. აგრეთვე ამავე სეზონში ACB ლიგის ფინალურ სერიაში გუნდმა ბარსელონა 3-0 დაამარცხა და ACB ლიგის ჩემპიონიც გახდა. ამ ტიტულებით რეალ მადრიდმა ეგრეთ წოდებული „სამმაგი გვირგვინი“ მოიგო.[9]

2018 წლის მაისში რეალ მადრიდმა ფინალურ თამაშში ფერენბახჩე დაამარცა ანგარიშით 85-80 და ევროლიგის 2017-18 წლის სეზონის ჩემპიონობა მოიპოვა.[10] 36 ევროლიგის თამაშში ქეროლი საშუალოდ 9.4 ქულას აგროვებდა.

აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები რედაქტირება

კეროლმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა 2012 წელს აიღო.[11]

2013 წლის FIBA ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე კეროლმა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორი მატჩი ჩაატარა. პირველ თამაშში დააგროვა 27 ქულა თუმცა გუნდი შვედეთის ნაკრებთან ანგარიშით 79-96 დამარცხდა, ხოლო მეორე თამაშში მოიპოვა 26 ქულა და ნაკრებმა მატჩი გამარჯვებით, ანგარიშით 95-77, დაასრულა.[12][13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 3-Point Field Goal Percentage Career Leaders and Records.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2019-10-07.
  2. All Time Career Leaders.
  3. "Hurricane" John Newbold (August 10, 2008). „Jaycee Carroll Signs With Teramo Basket in Italy“.
  4. http://www.ridiculousupside.com/2010/6/28/1540821/nba-summer-league-rosters-orlando NBA Summer League Rosters - Orlando
  5. http://www.ridiculousupside.com/2010/6/28/1540775/nba-summer-league-rosters-vegas დაარქივებული 2015-10-21 საიტზე Wayback Machine. NBA Summer League Rosters - Vegas
  6. Real Madrid announces Jaycee Carroll
  7. „Real Madrid extends sharpshooter Carroll until 2017“. sportando.com. 22 July 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 June 2015.
  8. „Real Madrid is Euroleague champion for record ninth time!“. euroleague.net. 17 May 2015. ციტირების თარიღი: 18 July 2015.
  9. „Real Madrid make it 4 out of 4“. marca.com (Spanish). 24 June 2015. ციტირების თარიღი: 24 June 2015.
  10. „Real Madrid is 2018 EuroLeague champion“. euroleague.net. 20 May 2018. ციტირების თარიღი: 20 May 2018.
  11. ACB: Jaycee Carroll has the Azerbaijani passport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-22. ციტირების თარიღი: 2019-10-07.
  12. La Azerbaiyán de Carroll se juega el pase al Eurobasket; As.com, 11 September 2012 (ესპანური)
  13. Profile at FIBA Europe