ჯეიმზ სპრიგს პეინი
ჯეიმზ სპრიგს პეინი (ინგლ. James Spriggs Payne; დ. 19 დეკემბერი 1819, რიჩმონდი, ვირჯინია, აშშ — გ. 31 იანვარი 1882, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მეოთხე (1868-1870 წწ.) და მერვე (1876-1878 წწ.) პრეზიდენტი.
ჯეიმზ სპრიგს პეინი | |
ლიბერიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 იანვარი, 1868 – 3 იანვარი, 1870 | |
წინამორბედი | დენიელ ბეშიელ უორნერი |
მემკვიდრე | ედუარდ ჯეიმზ როი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1876 – 7 იანვარი, 1878 | |
წინამორბედი | ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი |
მემკვიდრე | ენტონი გარდინერი |
დაბადებული | 19 დეკემბერი, 1819 რიჩმონდი, ვირჯინია, აშშ |
გარდაცვლილი | 31 იანვარი, 1882 (62 წლის) მონროვია, ლიბერია |
პოლიტიკური პარტია | ლიბერიის რესპუბლიკური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპეინი დაიბადა ძალიან რელიგიური პროტესტანტის ოჯახში. მისი ბავშვობის პერიოდში ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლიბერიაში უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით.
ლიბერიაში მან რელიგიის გარდა გამოხატა პოლიტიკისა და ეკონომიკის ინტერესი. იგი მთავრობამ დაინიშნა, ამერიკის საკოლონიზაციო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაწყვეტის საკითხებში პასუხისმგებლად.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში იგი ლიბერიაში მონათვაჭრობის მგზნებარე მებრძოლი აღმოჩნდა. მან ასევე მოახერხა საზღვარგარეთ ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და ლიბერიის მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობის დამყარება.
გარდაიცვალა 1882 წელს მონროვიაში, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Melton, J. Gordon, A Will to Choose: The origins of African American Methodism, Rowman & Littlefield, 2007, ISBN 0-7425-5265-9