ჯებელ-ახდარი
ჯებელ-ახდარი (არაბ. الجبل الأخضر — მწვანე მთა) — ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, კირენაიკის ისტორიული ოლქის ტერიტორიაზე. ძირითადად პლატოების ერთობლიობაა. ჩრდილოეთი კალთები უმეტესად კლდოვანია, სამხრეთით თანდათანობით გადადის ლიბიის უდაბნოში. საშუალო სიმაღლე 400-600 მ. უმაღლესი ადგილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 880 მ. ჰავა ნოტიოა, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 600 მმ. შემოსილია ხშირი ტყით. განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოჰყავთ კარტოფილი. მთავარი ქალაქია ელ-ბაიდა.
ჯებელ-ახდარი | |
---|---|
კოორდინატები: 32°35′52″ ჩ. გ. 21°28′22″ ა. გ. / 32.59778° ჩ. გ. 21.47278° ა. გ. | |
ქვეყანა | ლიბია |
სიმაღლე | 880 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯებელ-ახდარი“ ვიკისაწყობში.