ჯაჯუ ჯორჯიკია
ჯაჯუ ჯორჯიკია (დ. 7 იანვარი, 1885, ნოჯიხევი — გ. 8 ოქტომბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1904 წელს ჩაირიცხა ვალაბრის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. 1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი. 1921-1931 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი. XX საუკუნის 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - „სახალხო გაზეთი“, „იმერეთი“, "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა. 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - „ფერადი მოთხრობები“; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23-ე სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 1011-1012, ISBN 99928-20-32-2.
- ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.