ჯანრი კაშია
ჯანრი კაშია (დ. 8 მაისი, 1939, ბათუმი — გ. 11 მარტი, 2012, პარიზი) — ქართველი ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის მეუღლე (1993 წლიდან გარდაცვალებამდე).
ჯანრი კაშია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1939 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
11 მარტი, 2012 (72 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი, საქართველო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე |
მეუღლე(ები) | სალომე ზურაბიშვილი |
შვილ(ებ)ი | ნანა კაშია და მარიამ ჰადძი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯანრი კაშია დაიბადა 1939 წლის 8 მაისს, ბათუმში. 26 წლის ასაკში დაინიშნა სამხატვრო აკადემიის დეკანად და შემდეგი წლები სტუდენტების აღზრდით, მოგზაურობით საბჭოთა კავშირის საზღვრებში და მწერლობით იქნა დაკავებული, სანამ არ გადაწყვიტა საბოლოოდ საბჭოთა კავშირიდან წასულიყო და თავისუფალ სამყაროში გაეგრძელებინა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა. 1958-1964 წელს ჯ. კაშიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1982 წლის სექტემბერში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში (ჩააბარა საბჭოთა პასპორტი) და 1992 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე. 1983 წლიდან ქართულ ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს კავკასიის და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი) დამაარსებელი და დირექტორი, 1984 წლიდან ქართულ ევროპული ინსტიტუტის ჟურნალის "ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (გაგრძელება ქართულ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის ჟურნალის - გამომცემელი მიშა ქავთარაძე), აგრეთვე ქართულ ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის პრემიის დამაარსებელი იყო. 1993 წელს ცოლად შეირთო წარმოშობით ქართველი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი.
2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2002-2005 წლებში იყო ავტორი და წამყვანი ტელე-გადაცემების "არჩევანი თქვენი", "ნადიმი ჯანრი კაშიასთან" (იმედი) და "202"-ზე. 2009-2012 ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯანრი კაშიას ჰყავს ორი შვილი - ნანა კაშია და მარიამ ჰადძი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას კაბინეტი 2019 წლის 9 მაისს გაიხსნა.[1] ადგილზე 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემით კაშიას პირადი ბიბლიოთეკა განთავსდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და კაშიას ცოლმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მათ შორის, საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი.[1] ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.[1]
მოღვაწეობა საქართველოში
რედაქტირება- 1964-1967 - საქართველოს ტელევიზიის უმცრ. ტექ. რედაქტორი(ლიტერატურულ-დრამატულ და კინო გადაცემათა რედაქცია).
- 1967-1977 - თბილისის სამხატვრო აკადემიის მასწავლებელი, შემდეგ უფრ. მასწავლებელი: ფილოსოფია,ფილოსოფიის ისტორია,ხელოვნების ისტორია, კულტურის ისტორია.
- 1969-1975 - თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის,ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი
- 1969-1970 - თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი) თანადამაარსებელი და დირექტორი.
მოღვაწეობა უცხოეთში
რედაქტირება- 1982-1983 - პარიზი, ჟურნალისტი.
- 1983-1984 - მიუნხენი, რადიო თავისუფლება-ჟურნალისტი.
- 1984-1986 - მიუნხენი, რადიო თავისუფლება-ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი.
- 1986 ამერიკის ხმის ქართულ რედაქციაში მიწვეული კონსულტანტი (ვაშინგტონი)
- 1987-1992 - რადიო თავისუფლება ქართული რედაქციის ოფიციალური კორესპონდენტი პარიზში
- 1984-1986 - მიუნხენი აღმოსავლეთ-დასავლეთის შემსწავლელი ცენტრის მიწვეული პროფესორი სემინარები: გერმანიის გაერთიანების პრობლემები; საბჭოთა ტოტალიტარიზმი.
ესეები-პუბლიცისტიკა ქართულად
რედაქტირება- 1964 -1966 გველისმჭამელი.
- 1963 გიორგიული მისტერიებიდან.
- 1990 1924 წლის აჯანყება და ქართული მენშევიზმი (კვიმატი ჰიპოთეზები).
- 1990 რუსეთი და ევროპა (რუსეთის კონცეპტუალური ისტორია).
- 1991 ფიქრები ცივილიზაციის განვითარების გზებზე და ქალაქ სახელმწიფოებზე.
- 1992 -1993 მიჯაჭვული საქართველო (წერილთა სერია გეოპოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე).
- 1994 საქართველო 228 წლის გზასაყარზე
- 1998 კავკასიური მორგვი (გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სოციალური ანალიზი).
- 1998 მიჯაჭვული კავკასია (გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები).
- 1999 კულტურა და კონტრკულტურა
- ფედერალი წმიდა საქართველო
- ფედერლიზმი და ნაციონალიზმი
- -ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია
- ენა, საზრისი და ყოფიერება (ლინგვისტიკურ-კულტურალური გამოკვლევა)
- ენათატოპოლოგია
- 2004 ენა, ტექსტი, ფილოსოფია
- ქართულ-ევროპული გამოცემები
- პლატონი
- იობი და ოდიპოსი
- ქართული კულტურის პარადიგმადა გამოწვევები ცვალებად გეოპოლიტიკურ დაფაზე (ეროვნული უსაფრთხობის კონცეფციის შესახებ)
- საქართველოს ისტორიისათვის (გეგმა)
- 1998 უბისი. რენესანსი ურენესანსოდ (ქართული კულტურის ფილოსოფია) წიგნი1, ნაწ 1.
- 2005 უბისი. რენესანსი ურენესანსოდ (ქართული კულტურის ფილოსოფია) წიგნი1, ნაწ. 2.
- 2009 უბისი. რენესანსი ურენესანსოდ წიგნი 2.
ესეები უცხო ენაზე
რედაქტირება- 1986 საქართველო - რუსეთის ინტერვენციონიზმის საცდელი პოლიგონი (ივერია 30, ფრანგულ ენაზე).
- 1989 მოსკოვი, თბილისი და აფხაზური ბანქო (პეტრე იბერის ფსევდონიმით).
- 1989 რუსეთი და სსრკ კავკასიაში.
- 1989 ქართული "ბართლომეს ღამე" (პეტრე იბერის ფსევდონიმით).
- 1993 "საქართველო-მოდელი ექს-სსრკ-თვის?" (ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან
- 1993 კავკასიური მორგვი
- 1993 -1994 ბალტიის ქვეყნები: კურსი ევროპაზე; "პერესტროიკა ლიტვურად"ინტერვიუ ალგირდს ბრაზაუსკასთან, ლიტვის რესპ. პრეზიდენტთან; "ესტონეთი: რუსული დათვის სპექტრი" ინტერვიუ ლენარტ მერისთან ესტონეთის რესპ. პრეზიდენტთან; "ლატვიური სასწაული?" ინტერვიუ გუნტის ულმანისთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
- 1995 - 1996 კავკასია: ცრუ-მართალი "საუკუნის კონტრაქტი"; საქართველო: შავი ოქროს ციებ-ცხელება ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან
- 1995 თავისუფლება და ფედერალიზმი ნაწ. I და II გამომცემლობა დიოგენე 1997
- 1997 ბალტიის ქვეყნები-უფლება ევროპაში ყოფნისა; ლიტვა:ავადმყოფი გიგანტის ჩრდილში ინტერვიუ ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ვიტაუტას ლანდსბერგისთან;ინტერვიუ ლიტვის პრეზიდენტთან ადამკუსთან ბალტიური ზებრა-ბალტიისპირა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გეოპოლიტიკური და სოციალური ვითარება; ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტთან რობერტ კოჩარიანთან.
- საუბარი ჯანრი კაშიასთან "საქართველო, რევოლუცია, საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ..." regards sur l'Est - Cécile Chauffour
- 1998 უბისი in Art International spring
- 2001 L'influence civilisatrice de la Perse dans l'histoire de la Géorgie (Conférence Mulla Sadra comparative studies, Téhéran, , in Al Kindi biblio)
- 2005.04.12 uber den Georgischen character (Caucaz.com)
პროზა ქართულად
რედაქტირება- 1986 - მარტორქის თავგადასავალი
- 1958 - მარტორქა
- 1958 ორი ნაბიჯი განზე
- 1961 ანგსტზოონ
- 1961 კარიბჭესთან
- 1962 ქარხანა
- 1963 ყოფიერების წერტილი
- 1963 ტრანსფორმაციების ველი
- 1963-65 შესაქმე (დროის შედედება)
- 1967 შენობა (სივრცის შედედება).
- 1988 სფინქსის ღიმილი
- 1991 პარისიკონი
- 2010 საშობაო მოთხრობა სალომეს
- 1958-2012 ბლოკ ნოტები
დრამატურგია
რედაქტირება- 1985 მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ (ანტი-აბსურდი)
- იობი და ოდიპოსი
- 3 მსახიობის, 2 კარადის და კასრისათვის
ლიტ. კინო სცენარები
რედაქტირება- 1977 ამირანიანი
- 1988 ელიტა (მარტოობის ქარები)
- 1993 პუშკინი ძმაი ჩემი (მატვეი შანცსთანმ ინგლისურად)
პროზა-რუსულად
რედაქტირება- 1965-1971 "ადამიანი ძაღლი არ არის ..ყველაფერს ეჩვევა" (ფიქრები რუსეთის ისტორიაზე)
- 1965-1971 "კარები" (გულუპრყვილოსა და რუსოფობის მოგზაურობა რუსეთში)
- 1983 ბუდი ბუდი (ანტი სიზიფე პრომეტეუს)
თარგმანები კომენტარებით (ფრანგულიდან და ინგლისურიდან)
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გულისთქმანი მდუმარებისანი (ჯანრი კაშიას ბლოგი)
- ჯანრი კაშიას საავტორო გადაცემა არჩევანი თქვენ (ქართული კინო
- ჯანრი კაშიას საავტორო გადაცემა არჩევანი თქვენ (ოსეთი)
- ჯანრი კაშიას საავტორო გადაცემა არჩევანი თქვენ (დემოკრატია)
- ჯანრი კაშიას საავტორო გადაცემა არჩევანი თქვენ (სოფლის მეურნეობა)
- ამერიკის ხმა, ინტერვიუ ჯანრი კაშიასთან (2011)