ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა  ომანშიომანის მოქალაქეებს აქვთ უფასო და თავისუფალი წვდომა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე. ემიგრანტები, როგორც წესი, სამედიცინო დახმარებისათვის კერძო კლინიკებსა და საავადმყოფოებს მიმართავენ. საშუალო შემოსავლის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, ომანში საზოგადოებრივი ჯანდაცვა მაღალ დონეზეა. ქვეყანაში დაავადებულთა დაბალი მაჩვენებელია.  გავრცელებული ინფექციური დაავადებებია წითელა და მუცლის ტიფი. შემოსავლების სწრაფი ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების შედეგად შეიცვალა მოსახლეობის კვების რაციონი, შედეგად შედარებით გახშირდა  გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის შემთხვევები.

ომანის სამედიცინო მუზეუმი
სამედიცინო ბიბლიოთეკა

ომანის ყველაზე დიდი და თანამედროვე საავადმყოფოების უმეტესი ნაწილი მდებარეობს დედქალაქ მასკატში. მათ შორისაა ომანის სამეფო საავადმყოფო და სულთან კაბუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფო.

მიუხედავად იმისა, რომ ომანში სიცოცხლის ხანგრძლივობა 76,6 წელია, ქვეყნის სამედიცინო ინდუსტრია ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. მთავრობა ცდილობს განავითაროს ეს სექტორი და წაახალისოს სტუდენტები, შეისწავლონ მედიცინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბადა საზღვარგარეთ,   სიტუაცია იცვლება "ომანიზაციის"  პოლიტიკის გამო. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს სამედიცინო უნივერსიტეტი, ბევრმა ომანელმა ექიმმააა გაიარა ტრენინგები და სწავლება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, გაერთიანებული სამეფო და აშშ.[1][2]

ჰაიატის საერთაშორისო ჰოსპიტალი

2003 წლიდან, ომანში მოსახლეობის წილი, რომლებიც არასათანადოდ იკვებებოდნენ,  შემცირდა 11.7 პროცენტიდან 5.4 პროცენტამდე 2016 წელს, მაგრამ ეს მაჩვენებელი კვლავ მაღალია (ნახევარი) მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით (2.7 პროცენტი) 2016 წელს. UNDG მიზნად ისახავს შიმშილის დასრულებას 2030 წლისთვის.

1995 წლიდან მოყოლებული, პროცენტული მაჩვენებელი ომანელი ბავშვებისა, რომლებიც ღებულობენ აუცილებელ ვაქცინებს, მუდმივად ძალიან მაღალია (99 პროცენტი). საგზაო მოძრაობის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები 1990 წლიდან შემცირდა 98,9-დან 100,000-პირზე,  47,1, 100 000-პირზე 2017 წელს. მაგრამ ის ბევრად აღემატება 2017 წლის საშუალო მაჩვენებლის 15,8-ს 100 000-პირზე. 2015 წლიდან 2016 წლამდე ომანის ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 4.3 პროცენტს შეადგენდა, ხოლო გლობალური საშუალო საშუალო მაჩვენებელმა 10 პროცენტი შეადგინა იმავე პერიოდში.[3]

რაც შეეხება სიკვდილიანობას ჰაერის დაბინძურებით (საყოფაცხოვრებო და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება), ომანში 2016 წლის მონაცემებით სიკვდილიანობა 53,9 იყო 100,000 მოსახლეზე.  2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ომანი მიიჩნია არაბულ სამყაროში ყველაზე ნაკლებად დაბინძურებულ ქვეყნად და მიიღო დაბინძურების ინდექსის 37,7 ქულა. ქვეყანამ აზიაში 112-ე ადგილი დაიკავა დაბინძურების ყველაზე მაღალი დონის ქვეყნებს შორის.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ომანში 2010 წელს შეფასდა 76.1 წლამდე. 2010 წლის მონაცემებით, 1000 ადამიანზე იყო 2,1 ექიმი და 2,1 საავადმყოფო საწოლი.

2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ომანის ჯანდაცვის სისტემამ მე -8 ადგილი დაიკავა.[4]

2021 წლის 115 ივნისის მონაცემებით, ქვეყანა COVID-19 ინფექციის დრამატული აფეთქების წინაშე დგას. საავადმყოფოების უმეტესობა პაციენტებითაა გადავსებული.[5]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის 3 იანვრიდან 2021 წლის 25 ივნისამდე გამოვლინდა კორონავირუსის 256,542  დადასტურებული შემთხვევა, 2, 848 გარდაცვალება. მიღებულია 688 425 ვაქცინის დოზა.[6]

ხელისუფლების თანახმად, ომანელმა ექიმებმა აღმოაჩინეს ქვეყანაში მომაკვდინებელი სოკოვანი ინფექცია, სახელწოდებით მუკორმიკოზი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც "შავი სოკო". ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებულ სამ პაციენტზე გავრცელდა  ხსენებული ინფექცია.[7]

მართალია, ინფექცია შედარებით იშვიათია, ხელისუფლებას აწუხებს, რომ მისმა მოულოდნელმა მატებამ შეიძლება გაართულოს COVID-19- სთან ბრძოლის ძალისხმევა. [8][9]

ომანის სამედიცინო კოლეჯი

რედაქტირება

ომანის სამედიცინო კოლეჯი არის მეორე სამედიცინო კოლეჯი ომანის სასუსლთნოში, რომელიც მდებარეობს მასკატსა და სოჰარში ჩრდილოეთ ბატინიის რეგიონში. სააფთიაქო კამპუსი მდებარეობს ბოუშერში. პირველი კურსზე ისწავლება საბაზისო კურსი, ხოლო მეორე და მესამე კურსს ასრულებენ სამედიცინო სკოლაში  სოჰარის კამპუსში სწავლის გაგრძელებამდე. სწავლების პერიოდში სტუდენტები კურსის ნაწილს გადიან ექიმებთან რუსთაქის საავადმყოფოში.

სოჰარის კამპუსთან ასოცირებული საავადმყოფოა სოჰარის საავადმყოფო, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთავრობო საავადმყოფო. ზოგადი სასწავლო კურსი გრძელდება 7 წელი და კურსდამთავრებულს  ენიჭება მედიცინის დოქტორის ხარისხი (M. D.). ბოუშერის კამპუსი ასევე მსურველებს სთავაზობს ბაკალავრის ხარისხს ფარმაციაში. მისი ხანგრძლივობა ხუთ ნახევარი წელია.[10]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. "Oman". World Health Organization. Retrieved 22 December 2015.
  2. Moeness M Alshishtawy (April 17, 2010). "Four Decades of Progress Evolution of the health system in Oman". Sultan Qaboos University Medical Journal. 10 (1): 12–22. PMC 3074664. PMID 21509077.
  3. "Top Hospitals in Oman". Global Health. Retrieved November 27, 2020.
  4. "25 Best Hospitals and Clinics in Oman". MedArabia. Retrieved November 27, 2020.
  5. COVID-19 cases among expats crosses 11,000, Times of Oman, 9 June 2020
  6. Oman yet to hit COVID-19 peak, says official, The Arabian Stories, 15 June 2020
  7. LIVE: Coronavirus cases increased due to lack of commitment, says Minister, The Arabian Stories, 11 June 2020
  8. "MOH Registers First Two Novel Coronavirus (COVID-2019) in Oman". დაარქივებული 2020-07-26 საიტზე Wayback Machine. Ministry of Health. 24 February 2020. Retrieved 24 February 2020.
  9. Over 2.33 million vaccinated against Covid-19 in Oman, The Arabian Stories, 23 August 2021
  10. Oman Medical College