ჯანგ გეუნ სუკი (კორ. 장근석) (დ. 4 აგვისტო, 1987) — სამხრეთ კორეელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და რეჟისორი. მეტად ცნობილი როლი ხვანგ თე ჰიონის დამსახურებით კრეულ სერიალში „A.N.Jell: You’re beautiful“ და როლი კანგ ინჰოს დამსახურებით ფილმში „შენ—ჩემი შინაური ცხოველი“.

ჯანგ გეუნ სუკი
მშობლიური სახელი კორ. 장근석
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1987
ჩუნჩხო-პუნქტო, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა
აქტიური 1992-დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1987 წლის 26 სექტემბერს ტანიანის ოლქი ჩუნჩონ-პონქტოს პროვინცია. ერთადერთი შვილი ოჯახში. სამოდელო ბიზნესში მოხდა 5 წლის ასაკში (კორეული ათვლის მიხედვით 6). ამ დროს ბიჭის მშობლები ყიდიდნენ სახლს, და მყიდველმა, რომელიც სამოდელო სააგენტოს მენეჯერი იყო, პატარაში პოტენციალი შენიშნა. რამდენიმე წელი მოდელად მუშაობის შემდეგ, ჯანგ გეუნ სუკი 10 წლის ასაკში ხდება ბავშვი-მსახიობი.

საშუალო სკოლაში, დაინტერესებული იაპონური პოპ-მუსიკით კენ ხარაის შესრულებით და ჯგუფი L’Arc-en-Cielით, ჯანგ გეუნ სუკმა თვითნებურად დაიწყო იაპონური ენის შესწავლა, ხოლო ახალ ზელანდიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა, რამაც შემდგომ დაეხმარა მსახიობს იაპონურ ფილმში „One Missed Call: Final“ როლის ასაღებად (2006 წელი) და კორეულ-ამერიკული თანამშრომლობით გადაღებულ ფილმში „The Case of Itaewon Homicide“ (2009 წელი). მეორე ფილმში მსახობს მოუწია პრაქტიკულად ყველა რეპლიკის ინგლისურ ენაზე წარმოთქმა, რასაც დასალეთის კრიტიკოსები ფიქრობენ კარგად გაუმკლავდა[1][2]. 2009 წელს მსახიობი ხდება დამოუკიდებელი და ქმნის თავის საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას Tree J, რომლის პრეზიდენტიც დღემდეა. გახსნის ოფიციალური თარიღია 12 ივნისი 2009 წელი. 2012 წლიდან მსახიობმა ჩინეთში პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებით დაიწყო ჩინური ენის დიალქტის მანდარინის სწავლა. მიუხედავად მოუცდელობისა გასტროლების და გამოსვლების გამო, გეუნ სოკმა მიიღო კარგი განათლება: დაწყებითი სკოლა Seoul DongEuii, საშუალო სკოლა Кwangjang, ნელსონის სახელობის ახალზელანდიური კოლეჯი, უმაღლესი სკოლა Bangsan, ხანიანის უნივერსიტეტი. უკანასკნელი მან 2014 წლის თბერვალში დაასრულა (20 თებერვალს შედგა დიპლომების გაცემის ცერემონია[3]), რითაც იღებდნენ ბაკალავრიატის დონის საბუთს. იმავე წლის სექტემბერში ჯანგ გეუნ სუკმა განაგრძო თავისი სწავლება Hanyang-ის უნივერსიტეტში, მაგისტრატურის დონეზე. 2012 წელს აღნიშნა იუბილე — 20 წელი კინოსა და სცენაზე. მაგრამ მისი პოპულარობა ახლა ხაზგასმიტ დაეცა, მისმა აუდიტორიის წინ მოქცევამ ბევრი გულშემატკივარი მოაბრუნა მის მიმართ ზურგით.

კარიერა კინოში

რედაქტირება

ჯანგ გეუნ სუკის სადებიუტო როლი ეხება 1997 წელს. იგი იივიეს დრამა „Happiness for sales-ში“ მონაწილეობის მისაღებად HBS-ის არხზე. რასაც შემდგომ რამდენიმე ეპიზოდური როლი მოჰყვა. 2004 წელს გამოვიდა სერიალი ახალგაზრდებისთვის „Nonstop 4“, რომელიც ჰიტი გახდა. მასში მონაწილეობის მისაღებად ჯანგ გეუნ სუკი წყვეტს საზღვარგარეთ სწავლებას და იღებს გადაწყვეტილებას დაბრუნდეს სამხრეთ კორეაში. მისი თამაში შეფასებული იყო პროფესიონალების ღირებულების მიხედვით, რასაც უკვე სერიოზული როლები მოჰყვა. 2005 წელმა პოპულარობა მიიღო როლით სერიალში „Lovers in Prague“ („შეყვარებულები პრაღაში“, SBS), სადაც ახალგაზრდა მსახიობმა პრეზიდენტის შვილის როლი ითამაშა. დრამა იმ დროის ჰიტი გახდა.

2006 წელს ჯანგ გეუნ სუკი ერთდროულად სამ მსხვილ კინოპროექტში მონაწილეობს. „One Missed Call: Final“ („ერთი გამოტოვებული ზარი: ფინალი“ — სმენადაქვეითებული ჭაბუკის როლი, რომლისთვისაც მსახიობმა სპეციალურად ისწვალა ჟესტების ენა). რომელმაც ფანები სამხრეთ კორეის საზღვრებს გარეთ შესძინა, მეორე კინოპროექტი - ისტორიული სერიალი „Hwang Jin-Y“ („ჰვანგ ჯინ-ი“), რომელშიც ახალგაზრდა მსახიობმა კიმ იონჰოს როლი შეასრულა — მთავარი გმირის პირველი სიყვარული. ამ როლის დამსახურებით ის მიიღეს უკვე როგორც სერიოზული, დიდი მსახიობი[4]. და საბოლოოდ მესამე, კომედიურ-ფანტასტიკური სერიალი „Alien sam“ („უცხოპლანეტელი მასწვალებელი“).

2007 წელს ორი როლი მოკლემეტრაჟიან ფილმებში: „The happy life“ („ბედნიერი ცხოვრება“) და „The longest 24 months“ („გრძელი 24 თვე“). პირველმა როლმა საშუალება მისცა ჯანგ გეუნ სუკს არა მხოლოდ მსახიობობაში გამოეხატა ნიჭიერება, არამედ გამოაშკარავა მისი როგორც მომღერლის პოტენციალი. ამ მომენტიდან გეუნ სუკი იწყებს ფიქრს კარიერაზე მუსიკალურ ინდუსტრიაში.

2008 წელს მსახიობი ერთდროულად ორ კინოპროექტშია ჩართული, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკასთან: ფილმში „დორემიფასოლასიდო“ და დორამაში, რომელიც მიძღვნილია კლასიკურ მუსიკას, „Beethoven virus“ („ბეთჰოვენის ვირუსი“, MBC). ამის გარდა, ჯანგ გეუნ სუკი ასწრებს მოსწავლის როლში თამაშს - მაღალკლასელი კომედიაში „Baby and I“ („მე და ბავშვი“) და ლი ჩან ჰვის როლი, ჩოსონის დინასტიის პრინცი, დრამაში „ხონ გილ დონი“ (KBS2).

შემდეგი როლი 2009 წელს წარმოაჩენს ჯანგ გეუნ სუკს, როგორც მრავალფეროვან მსახიობს: მან ითამაშა ამერიკელი ჯარისკაცის როლი, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში. ფილმის „The Case of Itaewon Homicide“ სცენარი დაფუძნებულია („მკვლელობა ითევონში“) რეალურ ფაქტებზე. თავის დროზე ფილმის ეკრანებზე გამოსვლამ ქვეყანაში ფართო რეზონანსი გამოიწვია, რითაც განაახლა დანაშაულის გამოძიების პროცესი.

2009 წელს მსახიობმა პოპულარობა არა მხოლოდ მთელ აზიაში არამედ მის გარეთაც მიიღო. ზაფხულის დასასრულს ეკრანებზე გამოვიდა მუსიკალური სერიალი „A.N.Jell: You’re beautiful“ („ანგელოზი: მშვენიერიხარ“, SBS), რომელშიც მსახიობმა ითამაშა გამოგონილი პოპ-ჯგუფის ლიდერის როლი, სადაც კიდევ ერთხელაა მსახიობი და მომღერალი. მის გარდა სერიალში გადაიღეს კორეის ისეთი მსახიობები როგორიცაა ლი ჰონგ კი, ჯონგ იონ ჰვა და პარკ შინ ჰე.

2010 წელს ჯანგ გეუნ სუკი ინდი ჯგუფის სოლისტის კანგ მუ გიოლის როლს თამაშობს მუსიკალურ სერიალში „Mary Stayed out all night“ („მირე, სად იყავი მთელი ღამე?“, KBS2), სადაც მსახიობ მუნ გი იონთან ერთად იღებს მონაწილეობას. ქვეყნის გარეთ დაუფასებელმა სერიალმა დიდი პოპულარობა მიიღო იაპონიაში, და მომავალ 2011 წელს, გეუნ სუკმა და მუნ გი იონმა ჩაატარეს ოთხი ფან-შეხვედრა ტოკიოსა და ოსაკაში, რომლისგანაც ერთ-ერთზე მაყურებელთა რეკორდს მიაღწიეს, 60000 ადამიანი.

2011 წლის ივნისმა ჯანგ გეუნ სუკს კიდევ ერთი პროექტი მოუტანა „Love Rain“ („სიყვარულის წვიმა“, KBS2). ამ დრამაში მსახიობს, ისევე როგორც მის პარტნიორს სერიალში იუნას, მოუწიათ ორმაგი როლის თამაში (1970 და 2012 წლები).

2011 წლის ნოემბერში გამოდის იაპონური „You Are My Pet“ სერიალის რემეიკი ჯანგ გეუნ სუკთან ერთად როლში მიუზიკლის მოცეკვავე ინჰო. 2013 წლის ზაფხულში, სცენარის არჩევის დიდი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანგ გეუნ სუკი დათანხმდა როლზე სერიალში „Pretty Man“ („ლამაზმანი“ KBS2) დაფუძნებული იმავე სახელწოდების მანგაზე. გადაღებები შემოდგომაზე შედგა და დასრულდა 2014 წლის იანვრის დასაწყისში.

2016 წელს მონაწლეობას იღებს სერიალში "Daebak / ჯეკპოტი" (არხი SBS), სადაც პეკ დე გილის, მეფე სუკ ჩონის დაკარგული შვილის როლი ითამაშა. ამ სეიალში მსახიობი ჯანგ გეუნ სუკი გაიხსნა როგორც მსახიობი სხვა მხრიდან, წარმოაჩინდა თავის სსაძლებლობები და ნიჭი. დრამა დაფუძნებულია როგორც ისტორიულ ისე გამოგონილ ამბებზე.

რეჟისორული საქმიანობა

რედაქტირება

2011 წელი ჯანგ გეუნ სუკისთვის სადებიუტო აღმოჩნდა როგორც რეჟისორისთვის. გამოვიდა მისი საავტორო ფილმი „Budapest Diary“ („ბუდაბეშტის დღიური“), რომელშიც თვითონ ითამაშა. 2015 წლის 14 მარტს მისი მეორე საავტორო ფილმის „Camp“ („ბანაკი“) პრემიერა შედგა იაპონიაში[5]. და კვლავ ჯანგ გეუნ სუკი ორი რეჟისორი და მსახიობია.

მუსიკალური მოღვაწეობა

რედაქტირება

პირველი მუსიკალური გამოსვლები ჯანგ გეუნ სუკმა ჩაატარა არხი SBS-სთან თანამშრომლობით ყოველკვირეულ შოუზე Inkigayo 2007 წლის 25 თებერვლიდან 7 ოქტომბრამდე.

2010 წელს მსახიობი აწყობს თავის პირველ „Asia Tour-ს“. ხოლო 2011 წლის მაისში ახალ დებიუტს, ამჯერად მუსიკალურს. იაპონიაში გამოდის მისი პირველი ისნგლი „Let Me Cry“ ჩაწერილი კომპანია Pony Canyon-ის მიერ. გამოსვლიდან პირველივე კვირას დისკი იყიდებარაოდენობით 119 149 ასლი და იკავებს უმაღლეს ხაზს ჩარტში Oricon[6], ჯანგ გენ სუკი ხდება პირველი არა იაპონელი, რომელიც ასეთს მიაღწია და, 2012 წლის იანვარში, იგებს Gold Disc Awards-ს ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა არტისტი“.

2011 წელს ტარდება პირველი „CriShow“ ტური და სრულდება შემსრულებლის ოცნება გამოვიდეს საკუთარი შოუთი დიდ იპონურ სცენაზე Tokio Dome.

2012 წლის მაისში გამოდის სოლო ამლბომი „Just Crazy“[7], რომელიც გახდა პირველი საერთაშორისო ალბომი ჩარტში ახალი რეკორდით. ამის შედეგად ამ ალბომის სიმღერა ხდება OST-ი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთის „Fairy Tail: Priestess of the Phoenix“. ამავე წელს გაიმართა მისი ტური „CriShow2“.

2013 წლის დასაწყისში გამოდის შემდეგი ალბომი „Nature Boy“. გეუნ სუკი წარმატებით ატარებს იაპონიაში Zikzin Zepp Tour-ს, რომელიც 2014 წლის იანვარში დასრულდა. ასევე ჩინეთში ჩატარდა Zikzin Man Asia Tour Show Shanghai „Unstoppable“.

2015 წლის 25 თებერვალს გამოვიდა მესამე სოლო ალბომი „Monochrome“[8]. მან თითქმის ეგრევე დაიკავა Oricon-ის მესამე ადგილი. 14 მარტიდან დაიწყო მესამე ტური „CriShow3. Monochrome“[9].

2011 წელს სტუდენტური შვიდ კაციანი ჯგუფიდან, გაერთიანებული ღონისძიებების ჩატარებისთვის, გამოიკვეთება ჯანგ გეუნ სუკი და მისი ახლო მეგობარი Big Brother (ჯანგ კურთ იუნგი). ისინი ქმნიან ჯგუფს Team H. სიტყვასიტყვით გადათარგმნისას „H გუნდი“, მთავარი ასო „H“ იმ უნივერსიტეტის სახელიდანაა (Han Yang University) სადაც სწავლობდნენ. უკვე იმავ წლის სექტემბერში ისინი უშვებენ თავიანთ პირველ ჩინურ ალბომს[10] „The Lounge H vol 1“. 2012 წლის მარტში გამოდის ახალი ალბომი „Lounge H (The First Impression)“, ამჯერად იაპონიაში. თანაც ხაზგასმულია, რომ ის განსხვავდება[11] წინა ალბომისაგან და შეიცავს სამ თრექს როკსა და ელექტრო-მუსიკის ჟანრში.

თავიანთ ახალ ალბომს „I just wanna have fun“ ჯგუფი უშვებს 2013 წლის დასაწყისში. ალბომის მხარდასაჭერად ტარდება რიგი კონცერტები სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და ჩინეთში. 2014 წლის ზაფხულში გამოდის სინგლი „Take me“ და მის შემდგომ „Drivihg To The Highway“. ამის გარდა ჯგუფი იღებს მონაწილეობას საზაფხულო ფესტივალში MTV ZUSHI FES 14[12] კანაგავას პრეფექტურაში „Asia Progress~from a-nation~“ იაპონია. ხოლო ოქტომბერში ჩატარდა იაპონური ტური Team H PARTY[13].

შოუში მონაწილეობის მიღება

რედაქტირება

სხვადასხვა წლებში მსახიობი მონაწილეობს სხვადასხვა გვარ ტელეშოუებში. ბოლოდან „Agent Jang Keun Suk“ Fuji TV (იაპონია, 2014 წ.), გამოვიდა ოთხი ეპიზოდი. ამის გარდა ის იღებს მონაწილეობას როგორც სტუმარი კიდევ ერთ იაპონურ შოუში „Return of Superman“ („სუპერმენის დაბრუნება“).

2015 წლის დასაწყისში იგეგმებოდა კიდევ ერთი შოუ „Three Meals a Day Spin-off — Fishing Village“[14], მაგრამ პრესაში გამოქვეყნებული სკანდალისა და როგორც შემდეგ გაირკვა ცილის წამების შემდეგ, მსახიობი იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს შოუ და ეპიზოდებს მისი თანდასწრებიტ შლიან[15].

სარეკლამო მოღვაწეობა

რედაქტირება

გასული ყველა წლის განმავლობაში ჯანგ გეუნ სუკი ბევრი ბრენდის სახე გახდა: Ting, EXR, Suit House, BSX, Samsung, OLE, Lawson, Zegda, TBS, Sky perfect tv, Nature Republic, Codes Combine, Maxim Café, Ferrino, Caffe Bene, Lotte Duty Free და სხვა. 2013 წელს მსახიობი საკუთარ ბრენდს Zikzin-ის უშვებს[16] და ხსნის სავაჭრო ცენტრს ტოკიოში. 2013—2014 წლის განმავლობაში იწერს თავისი რადიო Zikzin-ის ყოველდღიურ ჩანაწერებს.

2014 წლის დასაწყისში დაპატიჟებულია როგორც კომერციული ფირმის სახე Yalget [17] შინეთში. 2014 წლის შემოდგომაზე გამოდის პარკ შინ ჰესთან თანამშრომლობით გამოდის სარეკლამო ვიდეო გადაღება[18] მინიფილმის ფარგლებში კომპანია Lotte Duty Free-სთან თანამშრომლობის ფარგლებში.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება

2011 წელს ჯანგ გეუნ სუკს ნიშნავენ სეულის საპატიო წევრად[19]. ოფიციალური დანიშვნა ჩატარდა მთავრობის დასავლურ ფრტაზე 21 იანვრის დღის სამ საათზე. 2012 წელს მსახიობი იღებს მონაწილეობას ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამიტზე როგორც სამხრეთ კორეის წარმომადგენელი[20].

2014 წელს ჯანგ გეუნ სუკი როგორც სამხრეთ კორეის საპატიო წარმოამდგენელი[21] მონაწილეობას იღებს კინოფესტივალში „2014 Chinese-Korean Film Festival“ რომელიც ჩატარდა პეკინში, ამის შემდეგ იგი წამყვანია[22] ხანიან უნივერსიტეტის საქველმოქმედო კონცერტზე „LOVE and HOPE in HARMONY“, დეკემბერში წარმოადგენს[23] კორეას ბუსანში იქ ჩატარებულ სამიტში АСЕАН (სამხრეთ-აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია).

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სერიალები

რედაქტირება
  • ჯეკპოტი / Daebak (SBS, 2016)
  • ლამაზმანი / Pretty Man (KBS2, 2013)
  • სიყვარულის წვიმა / Love Rain (KBS2, 2012)
  • Ikemen desu ne (cameo Ep.8) / მშვენიერი ხარ! (იაპონური ვერსია) (2012)
  • Mary Stayed Out All Night / მერი, სად იყავი მთელი ღამე? (KBS2, 2010)
  • A.N.Jell: You’re beautiful / მშვენიერი ხარ (SBS, 2009)
  • Beethoven Virus / ბეთჰოვენის ვირუსი (MBC, 2008)
  • Hong Gil Dong / ჰონგ გილ დონი (KBS2, 2008)
  • Hwang Jin Yi (KBS2, 2006)
  • Alien Sam / უცხოპლანეტელი-მასწავლებელი (2006)
  • Lovers in Prague / შეყვარებულები პრაღაში (SBS, 2005)
  • Nonstop 4 / გაჩერების გარეშე 4 (MBC, 2003)
  • Daemang / დიდი ოცნება (SBS, 2002)
  • School (2002)
  • Orange (2002)
  • Ladies of the palace (2002)
  • Women’s world (2001)
  • Four sisters' story (2001)
  • Hug (1998)
  • Selling happiness (1997)
  • Camp / ბანაკი (2015)
  • I am Jang Geun Seok / მე ვარ ჯანგ გეუნ სუკი (2012)
  • Budapest Diary / ბუდაბეშტის დღიური (2011)
  • You are my pet / შენ ხარ ჩემი შიანრუ ცხოველი (2011)
  • Itaewon Murder Case / Itaewon Salinsageon / მკვლელობა ითევონში (2009)
  • Niko&The Way to the Stars / ნიკო: გზა ვარსკვლავებისკენ (ირემი) — გმირის გხმოვანება (მულტფილმი) (2008)
  • Baby and Me/მე და ბავში (2008)
  • Do Re Mi Fa So La Si Do (2008)
  • Going Crazy Waiting / The Longest 24 Months (2007)
  • Happy Life / ბედნიერი ცხოვრება (2007)
  • One Missed Call Final (2006)
  • The Owl Musrum / ბუს მუზეუმი (2003)
  • Lucky Ten'Short Movie (2002)
  • Treasure Planet / განძის პლანეტა — გმირის გახმოვანება (მულტფილმი) (2002)

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • 2015 — Jang Geun Suk — Monochrome
  • 2014 — Team H — Raining on the dance floor
  • 2014 — Team H — Take me
  • 2013 — Jang Geun Suk — Nature Boy
  • 2013 — Team H — I Just Wanna Have Fun
  • 2012 — Jang Geun Suk — Just Crazy
  • 2012 — Lounge H (The First Impression)
  • 2011 — Jang Geun Suk — Let Me Cry/ Mini Album
  • 2011 — Team H — The Lounge H Vol.1

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2012 26th Japan Gold Disc Awards: Best 3 New Artists (with 2PM and B2ST)
  • 2012 10th IFPI Hong Kong Record Sales Awards: Best Selling Album — The Lounge H Vol. 1 (with Big Brother)
  • 2012 10th IFPI Hong Kong Record Sales Awards: Best Korean Album — The Lounge H Vol. 1 (with Big Brother)
  • 2012 48th SBS Annual Baeksang Arts Awards: Male Popularity Award — You’re My Pet
  • 2011 Korean Popular Culture and Arts Award: Cultural Minister of Finance Award
  • 2011 19th Korean Cultural Entertainment Award: Hallyu Grand Award
  • 2011 Yahoo! Asia Buzz Awards: Taiwan Top Searched Single Korean Artist
  • 2011 China Music Award & Asian Influential Awards: 15ª edición „Artista coreano más influyente“
  • 2010 Yahoo! Asia Buzz Awards: Top Buzz Male Korea Star Award
  • 2010 KBS Drama Awards: International Netizen’s Popularity Award — Mary Stayed Out All Night
  • 2010 46th SBS Annual Baeksang Arts Awards: Male Popularity Award — The Case of Itaewon Homicide
  • 2010 KBS Drama Awards: Mejor Pareja junto a Moon Geun Young (Mary Stayed Out All Night)
  • 2010 Yahoo! Asia Buzz Awards: Top Buzz Premio Estrella Masculina Corea Top Buzz Premio Estrella Maculina Asia
  • 2009 SBS Drama Awards: Top Ten Star Award (You’re Beautiful)
  • 2009 SBS Drama Awards: Netizen Highest Popularity Award (You’re Beautiful)
  • 2008 KBS Drama Awards: Popular Actor Award (Hong Gil Dong)
  • 2008 MBC Drama Awards: Newcomer Award (Beethoven Virus)
  • 2008 44th SBS Annual Baeksang Arts Awards: Best New Actor — The Happy Life
  • 2008 KBS Drama Awards: Best Couple Award — Hong Gil Dong (with Sung Yuri)
  • 2007 MNet Top 100 Must Have Males: # 3
  • 2006 MNet TOP 100 Charming Guys Who are Single
  • 2006 MNet Top 100 Adorable Males: # 29
  • 2006 KBS Performance Awards: Best Couple Award with Ha Ji Won for Hwang Jin Yi

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Review of "The Case of the Itaewon Homicide". BeyondHollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-10. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  2. Review of "The Case of Itaewon Homicide". LondonKoreanLinks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-10. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  3. [현장 장근석 동문 졸업하던 날 27장의 사진으로 보는 등장에서 퇴장까지] (2014.02.26).
  4. [STARCAST Star’s Life Curve – Jang Keun-suk] (2013.11.21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017.06.12. ციტირების თარიღი: 2017.01.09.
  5. チャン・グンソク Special Short Film DVD『CAMP』発売記念 プレミアム試写会を開催! (2015.03.13).
  6. チャン・グンソク、海外歌手史上初のデビュー作初登場首位 (2011.05.03).
  7. Jang Keun-Suk PONYCANYON OFFICIAL SITE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-01. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  8. Jang Keun Suk released new aibum ‘Monochrome’ in Japan and won the third place on ORICON (2015.02.26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016.03.04. ციტირების თარიღი: 2017.01.09.
  9. [Photo「2015 JANG KEUN SUK THE CRI SHOWⅢ」] (2015.03.15).
  10. Jang Geun Suk to release his first Chinese album (2011.10.12).
  11. Jang Geun Suk to Debut as Unit Group "Team H" in Japan (2012.01.18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015.01.12. ციტირების თარიღი: 2017.01.09.
  12. TEAM Hの夏フェスバックステージ写真を独占公開!海辺のパーティを熱く盛り上げた2人 (2014.09.16).
  13. 「イベントレポ」TEAM H全国アリーナツアー開始! (2014.10.03).
  14. 'Three Meals a Day' spawns spinoff (2015.01.13).
  15. Jang Geun-suk drops out of TV show after tax evasion report (2015.01.16).
  16. Collecte De Zikzin.
  17. JKS Yalget 2014.
  18. Jang Geun Suk and Park Shin Hye relive their romance in a journey in Jeju. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-29. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  19. Jang Geun-suk named youngest PR Ambassador for Seoul (Jan 29, 2010).
  20. [Чан Гын Сок, Пак Чон Хён и другие корейские звёзды были назначены почётными послами Сеульского саммита по ядерной безопасности 2012 года] (20/01/2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-03. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
  21. Jang Keun Suk, participates in Chinese Korean Film Festival.. Bridgehead role ‘greatly’ (2014.09.01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016.03.04. ციტირების თარიღი: 2017.01.09.
  22. http://ameblo.jp/linminmei/entry-11921271359.html (2014.09.07).
  23. グンちゃん ASEAN首脳夫人歓迎行事にサプライズ登場 (2014/12/12).