ჯამჯამა

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მხარეებში

ჯამჯამამთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის, გორის და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1][2] მდებარეობს თრიალეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2320 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. ჯამჯამის კალთების ზემო ნაწილი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოს ბალახეულით, ქვემო — წიფლის ტყით.[3]

ჯამჯამა
მთა ჯამჯამა
მთა ჯამჯამა
კოორდინატები: 41°47′54″ ჩ. გ. 43°48′16″ ა. გ. / 41.79833° ჩ. გ. 43.80444° ა. გ. / 41.79833; 43.80444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
სამცხე-ჯავახეთის მხარე
სიმაღლე 2320 
ქედი თრიალეთის ქედი
ჯამჯამა — საქართველო
ჯამჯამა
ჯამჯამა — შიდა ქართლი
ჯამჯამა
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 231.
  2. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი — ჯამჯამა
  3. არჩვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 536.