სერ ჯამსეთჯი ჯიჯიბოი [1] (ინგლ. Sir Jamsetjee Jejeebhoy ; დ. 15 ივლისი, 1783, ბომბეი — გ. 14 აპრილი, 1859, ბომბეი ) — ინდოელი მეწარმე და ქველმოქმედი, პირველი ბარონეტი. ჩინეთში ბამბით და ოპიუმით ვაჭრობდა, რისი წყალობითაც დააგროვა დიდძალი ქონება. [2] [3] [4]

ჯამსეთჯი ჯიჯიბოი

ჯამსეთჯი ჯიჯიბოი მდივანთან ერთად - ჯორჯ ჩინერის მიერ შესრულებული ნახატი
მშობლიური სახელი ინგლ. Jamsetjee Jejeebhoy
დაბადების თარიღი 15 ივლისი 1783
მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი 1859 (75 წლის)
მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა მეწარმე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯიჯიბოი დაიბადა ბომბეიში 1783 წელს. იგი პარსების ოჯახს ეკუთვნოდა. ირანული წარმოშობის პარსები ზარათუშტრას რელიგიას მისდევდნენ და არაბთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგ (650) საკუთარი რელიგიის შენარჩუნების მიზნით ინდოეთს შეაფარეს თავი. ტექსტილით მოვაჭრე მამა სურატიდან (გუჯარატი)1770-იან წლებში ბომბეიში გადავიდა. [5] ჯამსეთჯის მშობლები 1799 წელს გარდაეცვალა თექვსმეტი წლის ასაკში და დედის მხრიდან ბიძის, ნასერვანჯი ბატლივალას მეურვეობის ქვეშ მოექცა. ახალგაზრდა, რომელსაც მხოლოდ მცირე ფორმალური განათლება ჰქონდა, მალე კომერციული საქმიანობით დაკავდა. ის პირველად ეწვია კალკუტას და შემდეგ, ბამბითა და ოპიუმითს ვაჭრობის მიზნით, დაიწყო პირველი მოგზაურობა ჩინეთში. [6]

ჯიჯიბოის ადრეული კარიერა ნაპოლეონის ომების დროს განვითარდა. 1804 წლის თებერვალში იგი ჩინეთიდან ბრუნდებოდა და ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის ფლოტთან ერთად ერთ-ერთ გემზე იმყოფებოდა, როდესაც გემს ფრანგების ესკადრა დაესხა თავს, თუმცა ფრანგებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას. მეორედ ფრანგებმა გემი "ბრანსუიკი" შეიპყრეს და იქ მყოფი ჯიჯიბოი კეთილი იმედის კონცხზე მოხვდა ციხეში, სადაც დაუმეგობრდა ახალგაზრდა შოტლანდიელ ქირურგ უილიამ ჯარდინს, რომელიც მსახურობდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიაში. ჯიჯიბოი და ჯარდინი დამეგობრდნენ და ამ უკანასკნელის გარდაცვალბამდე ერთმანეთთან მიმოწერას აწარმოებდნენ.

ჯიჯიბოი, ისევე როგორც არაერთი სხვა კომერსანტი, ეწეოდა ბამბისა და ოპიუმის ექსპორტს ჩინეთში. 1814 წელს მან შეიძინა თავისი პირველი გემი Good Success ; 1818 წელს შეიქმნა კომპანია "Jamsetjee Jejeebhoy & Co." კომპანიის ყველაზე დიდი პარტნიორი გახდა ფირმა «Jamsetjee Jejeebhoy & Co», რომელიც დააარსეს უილიამ ჯარდინმა და ჯეიმს მეთისონმა. სათაო ოფისი მდებარეობდა კანტონში და შუამავლობას უწევდა ჯიჯიბოის და მის კლიენტებს ჩინეთში. ამ ბიზნესის ყველაზე მომგებიანი ნაწილი იყო ოპიუმით ვაჭრობა. სწორედ ოპიუმის წყალობით დააგროვა ჯიჯიბოიმ თავისი ქონების უმეტესი ნაწილი, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩინეთთან მოვაჭრე ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელი მეწარმე.

1823 წელს ჯიჯიბოი შეუერთდა პარსების თემის თვითმმართველობის ორგანოს (ბომბეის პარსების პანჩაიატი). [7] 1830-იანი წლების დასაწყისიდან იგი გახდა მთელი საზოგადოების ლიდერი და ბრიტანეთის ხელისუფლების წინაშე მისი წარმომადგენელი. 1842 წლის 25 მაისს ჯიჯიბოი გახდა პირველი ინდოელი, რომელსაც მიენიჭა რაინდის წოდება.[8]

ქველმოქმედება

რედაქტირება
 
ჯიჯიბოი 1857 წ.
 
ჯიჯიბოის რეზიდენცია ( The Illustrated London News»,, 1858 )
 
Jejeebhoy-ისა და East India Company-ის ერთობლივი ხარჯებით აშენებული ბომბეის მშობლიური საავადმყოფოს გრავიურა; მოგვიანებით ეწოდა "Sir J. J. Hospital"
 
სერ ჯემსეტი ჯიჯიბოის ქანდაკება, მუმბაი

ჯიჯიბოიმ ასევე სახელი გაითქვა, როგორც ფილანტროპმა და მეცენატმა. მისი მხარდაჭერით დაარსდა მრავალი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულება ბომბეიში, ნავსარიში, სურატსა და პუნაში . მათ შორის აღსანიშნავია საჯარო ჰოსპიტალი, რომელიც მუშაობდა დასავლური მედიცინის მეთოდებით (ახლანდელი Grant Medical College და Sir Jamsetjee Jeejeebhoy Group of Hospitals, 1845 ) და ინდოეთის პირველი პროფესიული ხელოვნების სკოლა [9] (Sir Jamsetjee Jejeebhoy School of Art, 1857 წ. ).

ჯიჯიბოი დიდ ყურადღებას იჩენდა ღარიბი თანამემამულეების მიმართ. სპარსი და ქრისტიანი, ინდუისტი და მუსლიმი, ერთნაირად იყვნენ მისი კეთილგანწყობის ობიექტები. საავადმყოფოები, სკოლები, საქველმოქმედო და საპენსიო ფონდები მთელს ინდოეთში (განსაკუთრებით ბომბეიში, ნავსარიში, სურატში და პუნაში ) შეიქმნა ან დაფინანსდა ჯიჯიბოის მიერ. იგი აფინანსებდა ჭაბურღილების, წყალსაცავების, ხიდების და გზების მშენებლობას. 1859 წელს მისი გარდაცვალების პერიოდისთვის 230 000 ფუნტზე მეტი შესწირა ქველმოქმედებას. ქველმოქმედებით პირველად 1822 წელს დაკავდა, როდესაც მან პირადად ჩამოაწერა ვალი ბომბეის სამოქალაქო ციხეში მყოფ ყველა ღარიბს. [10]

ჯიჯიბოის დამსახურების აღიარების ნიშნად, 1857 წლის 24 მაისს დედოფალმა ვიქტორიამ მას უბოძა ბარონეტის წოდება, რომელიც მანამდე ინდოეთში არავის მიუღია.

ჯიჯიბოი 1803 წელს დაქორწინდა თავისი მეურვე ბიძის ქალიშვილ ავაბაიზე. წყვილს შეეძინა ქალიშვილი და სამი ვაჟი, რომელთაგან უფროსმა მემკვიდრეობით მიიღო მამის წოდება.

  1. Настоящее имя — Джамшид — Джиджибой в начале XIX века изменил на Джамсетджи, чтобы не выделяться среди общины бомбейских парсов.
  2. The Parsis of India the Parsis of India: Preservation of Identity in Bombay City Preservation of Identity in Bombay City By., Brill Academic Publishers
  3. Mumbai Fables, Harpercollins
  4. Smuggling as Subversion: Colonialism, Indian Merchants, and the Politics of Opium, 1790-1843, Lexington Books
  5. Jansetjee Jejeebhoy. 
  6. Rungta, Shyam (1970), The Rise of Business Corporations in India, 1851–1900, New Delhi: Cambridge University Press, p. 57, ISBN 0-521-07354-5, https://archive.org/details/riseofbusinessco0000rung/page/57
  7. Jesse S. Palsetia. The Parsis of India: Preservation of Identity in Bombay City(ინგლისური)
  8. Yatha Ahu Vairyo Mohalla (30 January 2012).
  9. Jesse S. Palsetia. The Parsis of India: Preservation of Identity in Bombay City(ინგლისური)
  10. Jamsetjee Jejeebhoy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-22. ციტირების თარიღი: 2024-11-01.