სურატი
სურატი (გუჯარათ. સુરત), აგრეთვე ცნობილი როგორც სურიაპური — კომერციული ქალაქი ინდოეთის გუჯარათის შტატში. სურატის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთ-ერთი სწრაფადმზარდი ქალაქი ინდოეთში. წარმოადგენს ინდოეთის მესამე ყველაზე სუფთა ქალაქს.[2][3] მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორეა შტატში 4,5 მილიონი მცხოვრებით. ქალაქის მერთა საერთაშორისო ურბანულ საქმეთა ფონდის[4] კვლევების თანახმად, სურატი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ქალაქია და ეკონომიკური კეთილდღეობის მხრივ ყველაზე სწრაფადმზარდი ინდოეთში.[5] 2001 - 2008 ფისკალური შვიდი წლის მანძილზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 11.5 %-იანი ზრდა დაფიქსრიდა.
ქალაქი | ||
---|---|---|
სურატი გუჯარათ. સુરત | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
შტატი | გუჯარათი | |
კოორდინატები | 21°10′00″ ჩ. გ. 72°50′00″ ა. გ. / 21.16667° ჩ. გ. 72.83333° ა. გ. | |
ფართობი | 326,515 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 13 მ | |
მოსახლეობა | 4 462 003[1] კაცი (2011) | |
სიმჭიდროვე | 13 666 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | |
სატელეფონო კოდი | +91261-XXX-XXXX | |
საფოსტო ინდექსი | 394 XXX , 395 XXX | |
ოფიციალური საიტი | suratmunicipal.gov.in/Default.asp | |
| ||
მდებარეობს შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 306 კმ-ით სამხრეთით, მდინარე ტაპტის მარცხენა ნაპირზე. ჰყოფს ქალაქის ძველ ნაძილს, ვიწრო ქუჩებითა და კოხტა სახლებით უახლესი გარეუბნებიდან მიწის თხრილი გამოყოფს. სურატი საქვეყნოდაა ცნობილი ტექსტილის წარმოებითა და ალმასების ინდუსტრიით. ხშირად მას მსოფლიოს ბრილიანტების დედაქალაქს უწოდებენ. მსოფლიო ბრილიანტების 92%-ს სურატში ჭრიან და აპრიალებენ. ასევე ცნობილია „ინდოეთის ქარგვის დედაქალაქის“ სახელით, საქარგი მანქანა-დანადგარების ყველაზე მაღალი რიცხვით სხვა ყველა ქალაქთან შედარებით.[6] მოგოლთა პერიოდში, იგი ინდოეთის უმთავრესი პორტი იყო, მაგრამ ეს სტატუსი აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის ზრდის პროცესში მუმბაიმ ჩამოართვა.[6]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Mid-Year Population Estimates. Surat Municipal Corporation. ციტირების თარიღი: 2010-09-15.
- ↑ „Chandigarh cleanest city, Mysore number two“. CNN-IBN. 2010-05-11. ციტირების თარიღი: 2010-09-13.
- ↑ Union Ministry gives Surat 'global megacity' status. oneindia.
- ↑ „Surat fourth fastest growing city in world“. The Times Of India. 23 July 2011.
- ↑ http://specials.rediff.com/money/2008/feb/06sld1.htm
- ↑ 6.0 6.1 Adiga, Aravind (2004-04-12). „Uncommon Brilliance“. Time Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2007-10-17.