ჯამბოლონია (Giambologna) ჯოვანი ბოლონია Giovanni Bologna, ნამდვილი სახელი ჟან დე ბულონი — Jan de Boulogne. (დ. 1529, დუე, ფლანდრია, — გ. 13 აგვისტო, 1608, ფლორენცია) — იტალიელი მოქანდაკე.

ჯამბოლონია

ჯამბოლონია
დაბადების თარიღი 1529
დუე
გარდაცვალების თარიღი 13 აგვისტო, 1608
ფლორენცია

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ჟაკ დიუბრეკთან მონსში. 1554 ან 1555 წელს ჩავიდა რომში, სადაც შესაძლებელია სწავლობდა მიქელანჯელოსთან. მუშაობდა ფლორენციაში მედიჩების კარზე, აგრეთვე ბოლონიაში, გენუასა და ლუკაში. მანიერიზმის წარმომადგენელი. ქმნიდა მდიდრულ-დეკორატიულ შადრევნებს, სკულპტურულ ჯგუფებსა და სტატუებს, ცხენიან ძეგლებს, („კოზიმო I მედიჩი“, ბრინჯაო, ქვა, 1593, სინიორის მოედანი, ფლორენცია); ავითარებდა ბ. ჩელინის იდეებს, ისწრაფოდა შეექმნა „იდეალური მრგვალი“ქანდაკება, რომელსაც ექნებოდა თავისუფალი სივრცე და აღიქმებოდა ყოველი მხრიდან (კომპოზ. ჯგუფი „საბინი ქალების მოტაცება“, მარმარილო, 1583, დეი ლამცის ლოჯია, ფლორენცია). ცდილობდა ქანდაკება შეერწყა ბუნებასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება