ჯამბი (ქალაქი)
ჯამბი ― ინდონეზიის ჯამბის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კუნძულ სუმატრა. ქალაქი მდინარე ბატანგ-ჰარის დატვირთული პორტი და ნავთობისა და კაუჩუკის წარმოების ცენტრია. ჯამბი 26 კმ-ის დაშორებით მდებარეობს მუარო ჯამბის ტაძრების კომპლექსის ნანგრევებიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ანტიკური შრივიჯაიის სამეფოში.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯამბი | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Alam Barajo[1] [2] , Danau Sipin[1] [2] , Danau Teluk[1] [2] , South Jambi[1] [2] , East Jambi[1] [2] , Jelutung[1] [2] , Kota Baru[1] [2] , Paal Merah[1] [2] , Pasar Jambi[1] [2] , Pelayangan[1] [2] და Telanaipura[1] [2] | ||||
კოორდინატები | 1°35′24″ ს. გ. 103°36′36″ ა. გ. / 1.59000° ს. გ. 103.61000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 28 მაისი, 1401 | ||||
ფართობი | 205.38 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16±1 მეტრი, 21 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 612 162 (2021)[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.jambikota.go.id/ | ||||
ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებს შორისაა მენდალო (9.4 კმ), კინატი (7.6 კმ), პადანგი (8.3 კმ), ტანჯუნგ-ჯოჰორი (5.9 კმ), პაალ-მერაჰი (5.2 კმ) და მუარა-კუმპე (6.7 კმ). ქალაქი ჯამბი თავად მუარო-ჯამბის სარეგენტოში ანკლავს წარმოადგენს.
ქალაქს სულთან თაჰას აეროპორტი ემსახურება.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ჯამბი ამავე სახელწოდების მქონე ავტონომიური რაიონის ადმინისტრაციულ დედაქალაქად სუმატრის გუბერნატორმა 1946 წლის 17 მაისს გამოაცხადა. 1956 წელს ჯამბს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1957 წლის 6 იანვარს კი ჯამბის პროვინციის დედაქალაქი გახდა.
გეოგრაფია
რედაქტირებაჯამბის საერთო ფართობი 169.887 კმ²-ს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს სუმატრის აუზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ სუმატრის დაბლობზე, ზღვის დონიდან 0-დან 60 მეტრის სიმაღლეზე. სუმატრის უგრძესი მდინარის, ბატანგ-ჰარის ნაწილი ქალაქში გაედინება.
დემოგრაფია
რედაქტირებაქალაქი ჯამბი ამავე სახელწოდების მქონე პროვინციის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 2020 წლის მონაცემებით ქალაქში 606 200 ადამიანი ცხოვრობს (პროვინციის მოსახლეობის 17%);[4] ოფიციალური შეფასებით, 2023 წლის შუა პერიოდისთვის მოსახლეობა 627 774-ს შეადგენდა (315 855 მამაკაცი და 311 919 ქალი).[5] ქალაქი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალეთნიკურია. შედგება ჯამბის მალაიელებისგან (27.84%), იაველებისგან (22.05%), მინანგკაბაუებისგან (12.64%), მალაიელებისგან (11.47%), ჩინელებისგან (6.82%), ბატაკებისგან (6.62%), სუნდებისა (4.47%) და ბუგისებისგან (2.03%).[6]
ადმინისტრაციული რაიონები
რედაქტირება2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქი ჯამბი რვა ადმინისტრაციულ რაიონად (kecamatan) იყო დაყოფილი, მაგრამ მომდევნო ათწლეულში არსებულ რაიონებს სამი რაიონი გამოეყო: ალამ-ბარაჯო, დანაუ-სიპინი და პაალ-მერაჰი. რაიონები ჩამოთვლილია ქვემოთ ფართობების, მოსახლების 2010 წლის აღწერისა[7] და 2020 წლის აღწერის[4] მიხედვით, ასევე ოფიციალური შეფასებით 2023 წლის შუა პერიოდისთვის.[5] ცხრილი ასევე მოიცავს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრების მდებარეობას, თითოეულ რაიონში ადმინისტრაციული სოფლების რაოდენობას (ყველა კლასიფიცირებულია როგორც ურბანული kelurahan) და მათ საფოსტო ინდექსებს.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ჯამბი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში (Af) მდებარეობს. მინიმალური ტემპერატურა 22-23 °C-ია (72-73 °F) და მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 °C (86-90 °F). ტენიანობის დონე 82-დან 28%-მდე მერყეობს. ჯამბის წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 296.1 მმ-ს შეადგენს. წვიმების სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება და თვეში 20 წვიმიანი დღით ხასიათდება. მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალოდ თვეში 16 წვიმიანი დღით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — ჯამბი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 30.7 | 31.3 | 31.9 | 32.3 | 32.4 | 32.3 | 32.0 | 32.3 | 32.3 | 32.1 | 31.8 | 31.1 | 31.9 |
საშუალო დღიური °C | 26.5 | 26.6 | 26.8 | 27.1 | 27.3 | 27.2 | 26.9 | 27.0 | 27.0 | 26.9 | 26.8 | 26.6 | 26.9 |
საშუალო დაბალი °C | 23.3 | 23.2 | 23.2 | 23.4 | 23.6 | 23.3 | 22.8 | 22.8 | 22.9 | 23.1 | 23.2 | 23.3 | 23.2 |
საშუალო ნალექი (მმ) | 218 | 193 | 252 | 257 | 180 | 124 | 106 | 133 | 151 | 209 | 270 | 254 | 2 347 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 101.8 | 103.7 | 114.9 | 130.7 | 149.0 | 159.1 | 171.6 | 164.0 | 128.4 | 114.5 | 107.4 | 98.9 | 1 544 |
წყარო 1: World Meteorological Organization[8] | |||||||||||||
წყარო 2: Climate-Data.org (precipitation)[9] |
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქს სულთან თაჰას აეროპორტი ემსახურება, რომელიც ჯაკარტასთან, ბატამთან, პალემბანგთან, მედანთან, ბენგკულუსთან, ბანდარ-ლამპუნგთან და პეკანბარუსთან აკავშირებს. ჯამბს ტრანსსუმატრული მაგისტრალი კვეთს. მდინარე ბატანგ-ჰაერიზე ჯამბის პორტი მდებარეობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორისაა ანგკოტი და ოჯეკი.
მედია
რედაქტირებაჯამბის რეგიონის უძველესი გაზეთია Jambi Independent, რომელიც Jawa Pos Group-ის ნაწილია. სხვა გაზეთებს შორისაა Tribun Jambi, Jambi Ekspres და Metro Jambi.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაჯამბი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jambi, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Jambi Province Administrative Division Data and Code 2015
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ https://jambikota.bps.go.id/publication/2022/02/25/0cdfa0a979556941c879c464/kota-jambi-dalam-angka-2022.html
- ↑ 4.0 4.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
- ↑ 5.0 5.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 28 February 2024, Kota Jambi Dalam Angka 2024 (Katalog-BPS 1102001.1571)
- ↑ Badan Pusat Statistik Provinsi Jambi
- ↑ Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
- ↑ World Meteorological Organization Climate Normals for 1991–2020. World Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 19 October 2023
- ↑ Climate: Jambi. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 19 April 2020