სუნდები — კუნძულ იავის დასავლეთ მთიან ნაწილში მცხოვრები ხალხი. რაოდენობა დაახლოებით 19 მილიონი კაცი (1978). ანთროპოლოგიურად სამხრეთ მონღოლოიდებს განეკუთვნებიან, ენითა და მატერიალური კულტურით ახლოს არიან იაველებთან. რელიგია — ისლამი, ინარჩუნებენ ტრადიციულ რწმენებსაც. I ათასწლეულის შუა ხანებიდან განვითარებული ჰქონდათ მიწათმოქმედება. XX საუკუნეში გავრცელდა საპლანტაციო კულტურები (ჩაი, ყავა, კაკაო, კაუჩუკი). მისდევენ აგრეთვე მეცხოველეობასა და ხელოსნობას.

სუნდები

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: