ჯამბატისტა მარინო
ჯამბატისტა მარინო (იტალ. Giambattista Marino); დ. 14 ოქტომბერი, 1569, ნეაპოლი — გ. 25 მარტი, 1625, იქვე) — იტალიელი პოეტი. მარინიზმის ფუძემდებელი. ბაროკოს პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი. მისი შემოქმედება ძირითადად ლირიკული ხასიათისაა. იყენებდა სონეტსა და სხვა რენესანსულ პოეტურ ფორმებს, მაგრამ სრულიად ახალი შინაარსით ავსებდა მათ. ერთ-ერთმა შემოიღო ბაროკოს პოეზიისათვის ნიშანდობლივი მეტაფორები, უჩვეულო შედარებები და ეპითეტები, ანტითეზები, ასონანსები, ადნომინაციები, ლათინური წყობის დამძიმებული სინტაქსი. მარინოს მთავარი ნაწარმოებია სიუჟეტურ და იდეურ მთლიანობას მოკლებული პოემა „ადონისი“ (1623), რომელიც მეტად დეკორატიული ხასიათისაა, აქვს ლირიკული კანტატის სახე. მნიშვნელოვანია აგრეთვე მძაფრი დინამიზმითა და ფსიქოლოგიური კოლიზიებით მდიდარი ბიბლიურ სიუჟეტზე აგებული პოემა „ყრმათა ჟლეტა“ (1632).
ჯამბატისტა მარინო | |
---|---|
იტალ. Giambattista Marino | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1569[1] |
დაბადების ადგილი | ნეაპოლი[2] [3] [3] |
გარდაცვალების თარიღი | 25 მარტი, 1625[1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნეაპოლი[2] [3] |
საქმიანობა | პოეტი[11] , მწერალი[2] [3] [12] და დრამატურგი[11] |
მოქალაქეობა | ნეაპოლის სამეფო |
ჟანრი | პოემა, კანცონა, სონეტი და მადრიგალი |
Magnum opus | L'Adone და La strage degli innocenti |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Martini A. Dizionario Biografico degli Italiani — 2008. — Vol. 70.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118577921 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ RKDartists
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Marino, Giambattista // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T054410
- ↑ 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.