ჯამალზადე
სეიდ ჯამალზადე მოჰამედ ალი (სპარს. محمد علی جمالزاده اصفهانی; დ. 13 იანვარი, 1892, ისპაჰანი, ირანი — გ. 8 ნოემბერი, 1997, ჟენევა, შვეიცარია) — ირანელი მწერალი. საშუალო განათლება მიიღო ბეირუთში, უმაღლესი — შვეიცარიასა და საფრანგეთში. მოიპოვა სამართლის დოქტორის წოდება. ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო ბერლინში, ჟურნალ „ქავეში“ (1916-22 წწ), 1921 წელს გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებული „იყო და არა იყო რა“, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული ყაიდის ეროვნულ ნოველას. ამ კრებულის ავტორისეული წინასიტყვაობა თანამედროვე ირანული პროზის მანიფესტად ითვლება. ჯამალზადე ნაწარმოებებში დასცინის ირანის საზოგადოების მანკიერ მხარეებს, ჩამორჩენილობას. ეკუთვნის პიესები და სტატიები ლიტერატურათმცოდნეობისა და ირანის კულტურის ისტორიულ საკითხებზე; შეადგინა „იდიომებისა და ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი“ (1962 წ). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.
ჯამალზადე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 იანვარი, 1892[1] |
დაბადების ადგილი | ისპაანი |
გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 1997[1] (105 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჟენევა |
დასაფლავებულია | Petit-Saconnex Cemetery |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მწერალი, ისტორიკოსი, რომანისტი, მთარგმნელი, პოეტი და ნოველისტი |
მოქალაქეობა | ირანი |
ალმა-მატერი | ლოზანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი და Collège Saint Joseph – Antoura |
ხელმოწერა | |
ჯამალზადე გარდაიცვალა 105 წლის ასაკში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 534.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯამალზადე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ჯამალზადე — ბიოგრაფია დაარქივებული 2004-12-20 საიტზე Wayback Machine.