ჯამალადინ მაგომედოვი

ჯამალადინ მაგომედოვი (რუს. Джамаладдин Магомедов; აზერ. Camaləddin Məhəmmədov; დ. 14 მარტი, 1989, მაჰაჩყალა, დაღესტანი) — აზერბაიჯანის მიერ ნატურალიზირებული რუსი მოჭიდავე. არის ავარული წარმოშობის. გამოდის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ასპარეზობს მძიმე წონაში, 125 კგ წონით კატეგორიაში.[1][2] 2011 წელს მაგომედოვმა მოიგო ორი ბრიჯაოს მედალი. სტამბულში, თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსა და ამავე წელს დორტმუნდში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.[3][4] მაგომედოვი აგრეთვე არის ბაქოს ჭიდაობის კლუბ „Atasport Wrestling Club“-ის წევრი. მისი წევრია დაღესტნელი ანვარ მაგომედგაჯიევი.

ჯამალადინ მაგომედოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1989(1989-03-14) (35 წლის)
დაბ. ადგილი Charodinsky District
სიმაღლე 185 სმ
წონა 110 კგ
ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი

მაგომედოვი მონაწილეობას იღებდა 2012 წლის ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმიპიურ თამაშებზე, 120 კგ წონით კატეგორიაში. დამარცხდა რუს ბილიალ მახოვთან რომელმაც მოახერხა ხუთი ქულის მოპოვება, მაგომედოვმა კი მხოლოდ 1 ქულა აართვა.[5] 2013 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2017 წელს მოახერხა ნოვი-სადში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა. საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა სომხეთის სახელით მოჭიდავე ქართული წარმოშობის ლევან ბერიანიძე. მაგომედოვმა იმარჯვა ანგარიშით 13-5. ნახევარფინალში დაამარცხა სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე სოსლან გაგლოევი. ფინალში დამარცხდა თურქ თაჰა აქგიულთან. 2018 წელს კასპიისკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2020 წელს რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

2015 წელს მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა. 1/32 ფინალში დაამარცხა ერაყელი მოჰამედ საბაჰი. 1/16 ფინალში მისი მეტოქე იყო იაპონელი ნობუიოში არაკიდა, რომელთანაც ანგარიშით 11-0 იმარჯვა. მეოთხედფინალში დაამარცხა მონღოლი მოჭიდავე ჯარგალსაიხანი ჩულუუნბატი. ნახევარფინალში მაგომედოვის მეტოქე იყო ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელთანაც მაგომედოვმა ანგარიშით 10-0 გაიმარჯვა. ფინალში დამარცხდა თურქ თაჰა აქგიულთნ. არის ევროპული თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2015, 2019). 2017 წელს 125 კგ წონით კატეგორიაში მოიგო ისლამის სოლიდარობის თამაშები. ფინალში დაამარცხა ყაზახი დაულეთ შაბანბაი.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მაგომედოვი მეორე რაუნდში დამარცხდა ტეველ დლაგნევთან.[2] 2021 წლის მარტში იასპარეზა ბუდაპეშტში გამართულ 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jamaladdin Magomedov. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2013. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  2. 2.0 2.1 Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Jamaladdin Magomedov. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2021
  3. Sesker, Craig (20 July 2012). „Olympic preview in freestyle wrestling at 120 kg/264.5 lbs“. USA Wrestling. The Mat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  4. Xosrovoglu, Nadir. „Europe thrown onto its shoulders“. Region Plus (Azerbaijan). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 November 2012. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  5. Men's 120kg Freestyle Qualification. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  6. 2021 European Wrestling Olympic Qualification Tournament Results Book. ციტირების თარიღი: 24 March 2021