თაჰა აქგიული

თურქი მოჭიდავე

თაჰა აქგიული (თურქ. Taha Akgül; დ. 22 ნოემბერი, 1990, სივასი, თურქეთი) — თურქი მოჭიდავე, რომელიც ასპარეზობს 125 კილოგრამის წონით კატეგორიაში. ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპული ჩემპიონი ჭიდაობაში. ის ქარამანში, ქარამანოღლუ მეჰმეთბეის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების სტუდენტია.[7]

თაჰა აქგიული

თაჰა აქგიული 2016 წლის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Taha Akgül
სრული სახელი თაჰა აქგიული
ეროვნება თურქი
დაბ. თარიღი 22 ნოემბერი, 1990 (1990-11-22) (34 წლის)
დაბ. ადგილი სივასი, თურქეთი
სიმაღლე 192[1] სმ
წონა 125 კგ
სპორტი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი Aski Spor Kulübü, Ankara[2]
მწვრთნელი აბდულაჰ ჩაქმაქი[3]
იბრაჰიმ აქგიუნი (ეროვნული)[4]
ჯილდოები Olympic bronze medal[5] [6]
მედლები
დროშა: თურქეთი თურქეთი
ოლიმპიური თამაშები
ოქრო რიო-დე-ჟანეირო 2016 125 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ბუდაპეშტი 2013 120 კგ
ოქრო ტაშკენტი 2014 125 კგ
ოქრო ლას-ვეგასი 2015 125 კგ
ვერცხლი პარიზი 2017 125 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ბელგრადი 2012 120 კგ
ოქრო თბილისი 2013 120 კგ
ოქრო ვანტა 2014 125 კგ
ოქრო ნოვი სადი 2017 125 კგ
ოქრო კასპიისკი 2018 125 კგ
ოქრო ბუქარესტი 2019 125 კგ
ევროპული თამაშები
ოქრო ბაქო 2015 125 კგ
უნივერსიადა
ოქრო ყაზანი 2013 120 კგ
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

აქგიული ჭიდაობით 2003 წელს დაკავდა, მამამისა და მისი ძმის შემდეგ.[4] 2012 წელს გამართულ მე-40 იაშარ დოღუს სახელობის საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.[8] 2012 წლის ბელგრადში გამართულ ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატზე თაჰამ თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.[9]

2012 წლის ოლიმპიადისთვის მოიპოვა კვალიფიკაცია.[10] ოლიმპიადაზე, 16 რაუნდზე რუს მოჭიდავე ბილიალ მახოვთან ბრძოლა წააგო და ვერ გავიდა მეოთხედფინალში. ფინეთის კუორტანეში ჩატარებულ 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იგი თავის წონით კატეგორიაში ოქროს მედალოსანი გახდა.[11]

2013 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატზე, თაჰამ წარმატებით დაიცვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.[12] 2013 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჭიდაობის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[13]

2014 და 2015 წელს, მოიგო მსოფლიო ტიტული 125 კილოგრამის წონით კატეგორიაში. 2014 წელს, იგი თურქეთის ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო მოჭიდავეად აირჩია.[4] 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, სადაც ფინალში ირანელი კომეილ ღასემი დაამარცხა.[1]

  1. 1.0 1.1 Taha Akgül დაარქივებული 2016-12-10 საიტზე Wayback Machine. . rio2016.com
  2. Taha Akgül დაარქივებული 2020-04-18 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com
  3. Akguel, Taha (TUR) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . iat.uni-leipzig.de
  4. 4.0 4.1 4.2 Taha Akgül დაარქივებული 2016-09-20 საიტზე Wayback Machine. . nbcolympics.com
  5. https://www.fotomac.com.tr/2020-tokyo-olimpiyatlari/2021/08/06/son-dakika-spor-haberleri-2020-tokyo-olimpiyat-oyunlarinda-milli-gurescimiz-taha-akgul-bronz-madalya-kazandi
  6. https://www.ntvspor.net/foto-galeri/tokyo-2020-de-madalya-kazanan-turk-sporcular-61100645e6842023543299d1/9
  7. „KMÜ Öğrencisi Taha AKGÜL Avrupa Şampiyonu Oldu“. Karaman İnternet (Turkish). 2012-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2012-04-23.
  8. 40.Yaşar Doğu Uluslararası Güreş Şampiyonası Taha Akgül Altın Madalya Kazandığı Maçın Görüntüleri Turkish. Türkiye Güreş federasyonu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2012-04-23.
  9. „Taha Akgül Avrupa Şampiyonu oldu“. Hürriyet Spor (Turkish). 2012-03-09. ციტირების თარიღი: 2012-04-23.
  10. „Taha Akgül, olimpiyat vizesi aldı“. Haber 7 (Turkish). 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2012-04-23.
  11. „ASKİ Spor'dan 3 madalya“. TRT Spor (Turkish). 2012-10-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
  12. „Taha Akgül Avrupa Şampiyonu“. Sabah Spor (Turkish). 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
  13. 2013 Senior World Championship – Men's freestyle 120kg. FILA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-13. ციტირების თარიღი: 2013-09-18.