ალბერტო ჯაკომეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯაკომეტი)
ალბერტო ჯაკომეტი (დ. 10 ოქტომბერი, 1901, სტამპა — გ. 11 იანვარი, 1966, კური) — შვეიცარიელი მოქანდაკე და ფერმწერი, მოდერნიზმის წარმომადგენელი. სწავლობდა ჟენევაში ხელოვნების და ხელოსნობის სკოლაში (1919-20 წწ), პარიზში კი ე. ბურდელთან (1922-25 წწ). განიცადა კუბიზმის გავლენა. 1929-1935 წწ მიემხრო სიურრეალიზმს. მისი უმთავრესი ნამუშევრები შესრულებულია 1940 – 60-იან წლებში (დამახასიათებელია ვიწრო, ვერტიკალურად ძლიერ გაწელილი, თითქმის ირაციონალური ფიგურები („მოედანი“, 1948 – 1949 წწ, ბრინჯაო, საჯარო სამხატვრო კოლექცია, ბაზელი), ბიუსტები, ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 533.