ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წვიმოეთის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე.
ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს:
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა:
„ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი.“
|
„უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე.“
|
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
გალერეა
რედაქტირება-
ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
წარწერა ეკლესიის დასავლეთ ფასადზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 460-462.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7137
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2015-02-06.