ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ხცისის იოანე ნათლისმცემელის ეკლესია)

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წვიმოეთის ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე.

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო სკბ.“

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა".“
ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი.“
ვიკიციტატა
„უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე.“

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7137