ხუჯაბი

მონასტერი საქართველოში

ხუჯაბი ან ჰუჯაბი — ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი. მდებარეობს საქართველოში[1][2][3], მარნეულის მუნიციპალიტეტში[4], ახლანდელი სოფელ ახქერფის მახლობლად.

ხუჯაბის ეკლესია
ხუჯაბი — საქართველო
ხუჯაბი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°12′06″ ჩ. გ. 44°34′03″ ა. გ. / 41.20167° ჩ. გ. 44.56750° ა. გ. / 41.20167; 44.56750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა საზღვრიდან 500 მ.
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XIII ს. I ნახ.
დეტალები

ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.[5]

მდებარეობა

რედაქტირება

ხუჯაბის ტაძრის ტერიტორიული კუთვნილება საკამათო გახდა საქართველოს სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს შორის მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ლორეს ნეიტრალური ზონა სომხეთს გადაეცა. ხუჯაბის მონასტერი აღმოჩნდა სომხეთის ტერიტორიაზე, სტეფანავანის რაიონში. საქართველოს სსრ-ის ბორჩალოს რაიკომმა თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკ-ს, რომ ხუჯაბი ბორჩალოსთვის მიეკუთვნებინა. ასფსრ-ის ცაკ-მა გადაწყვეტილების მიღება დაავალა სომხეთის სსრ-ის ცაკ-ს, რომელმაც 1936 წლის 13 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც ხუჯაბის საქართველოსთვის გადაცემა არ მიიჩნია მიზანშეწონილად. აღნიშნული გადაწყვეტილბა დაადასტურა ამიერკავკასიის ცაკ-მაც იმავე წლის 25 მარტს.[6]

საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოცეუმლ ქართულ საბჭოთა ენიკლოპედიაში ხუჯაბი საქართველოს საზღვრებშია [7].

2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა. ქართულ მედიაში გავრცელდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც საზღვარი მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს სომხეთის სასარგებლოდ, რის შედეგადაც ხუჯაბი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა; ზოგიერთი წყარო ასახელებს 300 მეტრს[8], ზოგი კი 400-ს[9].

ტოპონიმი

რედაქტირება

ჰუჯაბი (ხუჯაბი) ივ. ჯავახიშვილის განმარტებით არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს - მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს.

პირველად ქართულ წყაროებში ძეგლი გვხვდება 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარი და დასტურალამალი, სადაც აღნიშნულია ხუჯაბის ქორის ბუდე.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით:

 
„... არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუნბათიანი, კეთილს ადგილს და აწ ცალიერ არს.“

სოფლების სიაში ვახუშტი ამ სახელწოდების სოფელსაც იხსენიებს - "უჯაბი", რომელიც მოქცეულია სოფ. ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის.

ჰუჯაბის მამათა მონასტერი დაცარიელდა მტრის მორიგი შემოსევის დროს. 1905 წელს კი იქ ჩამოყალიბდა რუსეთის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი, რომელმაც 1935 წლამდე იარსება. დედათა მონასტრის წინამძღვრის იღუმენია პავლას ნაამბობიდან ირკვევა, რომ 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს, რომლებმაც იქვე არსებულ სოფლ ახ-კერფში შეაფარეს თავი და იქ დაემკვიდრნენ. ერთ-ერთ საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

სამონასტრო კომპლექსი უახლოესი სოფლიდან 1 კილომეტრში მდებარეობს ლალვარის მთის ძირში. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია: კელიები, სატრაპეზო და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.

გუმბათოვანი ეკლესია

რედაქტირება

მონასტრის ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

დარბაზული ეკლესია

რედაქტირება

გალავნის შესასვლელთან მეორე დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებიცაა, თარიღდება V-VI საუკუნეებით. იგი დარბაზული ტიპის ყოფილა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ძეგლი ადრეფეოდალური ხანას განეკუთვნება. შირიმის ქვა რომლითაც არ ის ნაშენი იქვე ხეობაში 1 კმ-ში მოიპოვება.

ნასოფლარი

რედაქტირება

სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია და იქვე ნაეკლესიარიც (10მ.*4მ.). მიიჩნევა რომ აღნიშნული არის ჰუჯაბის ნასოფლარი. იქვე გადიოდა სატრანზიტო გზა რომელსაც მგლის კარის უღელტეხილით გადავყავდით ლორე-ტაშირში.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 521.
  • ხარაძე კ. ჰუჯაბი: XX საუკუნის ტრაგედია, თბილისი, 2012
  • ქეთევან აბაშიძე, ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი, "ლევან რჩეულიშვილი, 100", სამეცნიერო კონფერენციის მასალები (აპ. ქუთათელაძის სახ. თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად., გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორ. და ძეგლთა დაცვის კვლევ. ეროვნ. ცენტრი; რედ. მარინე ბულია. თბილისი, 2009. ISBN 978-9941-0-21-71-8
  • ქეთევან აბაშიძე, ჰუჯაბის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიულის მასალები, თბ., 1989
  • ქეთევან აბაშიძე, ფერის სიმბოლიკა ჰუჯაბის ტაძრის ხუროთმოძღვრებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები II, თბ., 2002
  • К. Харадзе, Истинный наследник памятника, газета «Ахалгазрда коммунисти», 15.10.1988.
  • ვალერი ჩხეიძე, აურზაური არაფრის გამო, ჩაიწერა ალეკო ასლანიშვილმა // საქართველოს რესპუბლიკა. 2000. 14 ივნისი. N158 (3559). 1,2 გვ.
  • „ვარაზაშვილი, მ. მეტი ყურადღება ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 81 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988 წელი. — გვ. 9-12
  • „ბერძენიშვილი, დ. ჰუჯაბი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 81 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988 წელი. — გვ. 5-8
  • „გუჯაბიძე, გ. ჰუჯაბის ტაძარი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. [83] თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1989 წელი. — გვ. 12-23
  • „გორდაძე, გ. ჰუჯაბის ისტორიისათვის“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. [83] თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1989 წელი. — გვ. 5-10
  1. «АРМЯНСКИЕ» ИЛИ ГРУЗИНСКИЕ ЦЕРКВИ В ГРУЗИИ?! - Бондо Арвеладзе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-19.
  2. Т.К. Алябьева, Государственная политика России в области сохранения национальных памятников в России XIX - н. ХХ в. века.( Средняя Азия, Кавказ, Закавказье), Вестник Московского государственного областного университета, СЕРИЯ «ИСТОРИЯ И ПОЛИТИЧЕСКИЕ НАУКИ» № 1, Москва, Издательство МГОУ, 2007, გვ. 122
  3. Where is the Georgia-Armenia Border?
  4. საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, მითითებული ლიტერატურის სიით.
  5. გაზეთი «მწყემსი», 1896 წ.
  6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია / მეტრეველი რ., თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2015. — გვ. 164, ISBN 978-9941-9450-0-7.
  7. მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 521, თბ., 1987 წ
  8. სად გადის საქართველო-სომხეთის საზღვარი?
  9. როგორ გადმოიწია საზღვარმა 400 მეტრით ჰუჯაბის ქართული ეკლესიის სომხეთის შემადგენლობაში მოსახვედრად
  10. გაზეთი «მწყემსი», 1896 წ.