ხუტა ბერულავა
ხუტა მიხეილის ძე ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი — გ. 27 სექტემბერი, 2004, თბილისი) — ქართველი პოეტი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
ხუტა ბერულავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1924 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2004 |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი. 1967-1979 წლებში გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები („ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ“, 1941; „ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი“, 1945).
ბერულავას პოეზია მრავალმხრივია („მამულიშვილთა მოსაგონარი“, 1947; „უკრაინაში, დნეპრის წინაშე“, 1949; პოემა „რუსული გული“, 1950-1954), „სიმღერა ვარსკვლავებზე“ (1953); საქართველოს წარსულს ეძღვნება ლექსების ციკლი „ვარძიის გზაზე“ (1946), პოემა „კოლხური ლეგენდა“ (1943-1955), „ამბავი თბილისის დაბადებისა“ (1964). ბერულავა წერდა ბავშვებისთვისაც, თარგმნის რუს და სხვა ეროვნების პოეტებს.
ბერულავას ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.
იხ. ასევე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 334.