ხუმარა (მთა)
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ხუმარა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე კავთურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2080 მ. აგებულია ეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. გუმბათისებრია. კალთები, განსაკუთრებით სამხრეთი, დამრეცია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ხუმარა | |
---|---|
კოორდინატები: 41°46′53″ ჩ. გ. 44°21′37″ ა. გ. / 41.781444° ჩ. გ. 44.360500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | კასპის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2080 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.