ხრამჰეს I
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
ხრამჰეს I — მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე, ქალაქ წალკაში. შერეული ტიპის მაღალდაწნევიანი ჰიდროელექტროსადგურია. სადგურზე გამოიყენება მდინარე ხრამის წყალჩამონადენი. სათავე ნაგებობანი განთავსებულია წალკის ხეობის დასაწყისში, ხოლო ელექტროსადგურის ძალური კვანძი აშენებულია ღრმა ხეობაში, მდინარე ხრამის ყოფილ კალაპოტში. ამუშავდა 1947 წლის დეკემბერში. მისი დადგმული სიმძლავრეა 112.8 ათ. კვტ და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 184 მილიონი კილოვატსაათი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კობახიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 507.