ხოსე ენრიკე ვარელა

ხოსე ენრიკე ვარელა (ესპ. José Enrique Varela; 17 აპრილი, 189124 მარტი, 1951), იყო ესპანელი სამხედრო მოღვაწე და მნიშვნელოვანი ფიგურა ესპანეთის სამოქალაქო ომში.

კოლონიური ომის პერიოდი

რედაქტირება

დაიბადა სერჟანტის ოჯახში. 1909 წელს იგი მოეწყო ზუსტად იმავე პოლკში, სადაც მამამისი მსახურობდა, აქვე მან მიიღო სერჟანტის წოდება. 1912-1915 წლებში იგი მსახურობდა ფეხოსანთა სასწავლებელში, სადაც მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება და დაიწყო მსახურობა მელილიის მსროლელ ნაწილში. რამდენიმეჯერ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ტომებთან შეტაკებებში. ბრძოლებში თავის გამოჩენისათვის ორჯერ დააჯილდოეს "სან-ფერნანდოს ჯვრით" (1920, 1921) და რამდენიმე საფეხურით მაღლა ავიდა წოდებებით. 1926 წლის თებერვალში გახდა ვიცე-პოლკოვნიკი, მამაცობისათვის დააჯილდოვეს საომარი მედალით და გაგზავნეს სამსახუროდ სეუტაში (მაროკო). კოლონიური ომის დამთავრების შემდეგ გახდა პოლკოვნიკი (1929), იგი იდგა თავის იმ თანამებრძოლებზე მაღლა, რომელთაც მასზე ადრე დაამთავრე სამხედრო სასწავლებელი.

კარლისტი

რედაქტირება

1931 წელს მონარქიის დამხობის შემდეგ ვარელამ, ცნობილი როგორც მონარქიის ქომაგი (ესპანეთის მონარქისტების კონსერვატიული ნაწილის — კარლისტების მხარდაჭერასთან ერთად) გადასროლილ იქნა რეზერვში. შემდგომ წელს მონაწილეობდა გენერალ ხოსე სანხურხოს შეთანხმებაში, რომლის წარუმატებლობის შემდეგაც იგი პატიმრობაში იმყოფებოდა სევილიაში და გვადალახარაში. გათავისუფლებიშ შემდეგ შეუერთდა კარლისტებს და გადასცა მათ საომარი ერთეულები - "რაკეტები", მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 1936-1939 წლების სამოქალაქო ომში. 1936 წლის ზაფხულში იყო შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1936 წლის აპრილში დაპატიმრებულ და დამწყვდეულ იქნა რესპუბლიკელების მიერ კადისის ციხეში.

სამოქალაქო ომი

რედაქტირება