ხორხელის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში, დგას სოფლის აღმოსავლეთით 150 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,1 X 3,9 მ), უაფსიდო, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნით და გარეთ მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი, თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი ლავგარდანი, კედლებს აქა-იქ საპირე წყობის ზედა ნაწილი აკლიათ. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე პატარა სამკუთხა სარკმელია გაჭრილი. თითო სწორკუთხა სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში კი, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთ კედელს, მთელ სიგრძეზე, ფართო საფეხური გასდევს, რომლის შუაში რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. შიგნით ეკლესიას კვერცხისებრი სხმული კამარა ხურავს. ფასადები დასრულებული ყოფილა რიყის ქვით ნაწყობი ერთსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება