ხოაკინ კორტესი
ხოაკინ კორტესი (ესპ. Joaquín Cortés, დაბადების სახელი ხოაკინ პედრახა რეიესი, ესპ. Joaquín Pedraja Reyes; ს. 22 თებერვალი, 1969, კორდოვა, ანდალუსია, ესპანეთი) — ფლამენკოს მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი[1]. 2006 წლიდან — ბოშების ელჩია ევროკავშირში[2][3]. ასევე ცნობილია, როგორც ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა Gypsy-ის აკრძალვის მოწინააღმდეგე და ტერმინის იმიჯის გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის. ესპანეთის ბოშური ფონდის დამფუძნებელია.
ხოაკინ კორტესი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ხოაკინ პედრახა რეიესი |
დაბადების სახელი | ესპ. Joaquín Pedraja Reyes |
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1969 კორდოვა, ანდალუსია, ესპანეთი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ეთნიკურად | ბოშა |
საქმიანობა | ფლამენკოს მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი |
აქტიური | 1995 - დღემდე |
სიმაღლე | 1, 84 მ. |
რელიგია | კათოლიკე |
მეუღლე(ები) | მონიკა მორენო |
საიტი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
ხოაკინ კორტესი, არტისტი ბოშების, რეიესების დინასტიის წარმომადგენელია.
ბიოგრაფია
რედაქტირებახოაკინ კორტესი, ქალაქ კორდოვაში (ესპანეთი), ბოშების ოჯახში დაიბადა. მამამისი — ჩრდილოაფრიკული ბოშა-კალე წარმოშობისაა, რომლებიც ესპანელ ბოშებს შორის იწოდებიან როგორც მავრები.
ხოაკინის ბიძა (დედის მხრიდან), კრისტობალ რეიესი, ბაილაორი (ფლამენკოს მოცეკვავე) იყო. ხოაკინმა 12 წლის ასაკში ბიძის გავლენით ცეკვის სწავლა დაიწყო[4]. ამ პერიოდში დედამისმა მადრიდში მუშაობა დაიწყო და 1981 წელს რეიესები საცოვრებლად დედაქალაქში გადავიდნენ[2][3].
15 წლის ხოაკინი ესპანეთის ეროვნული ბალეტის დასში (ესპ. Ballet Nacional de España) მიიღეს; 18 წლისა სოლისტი გახდა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამართულ დასის კონცერტებში ამ ამპლუაში გამოდიოდა[1]. მოგვიანებით, 1988 წელს ეროვნული ბალეტის დასი დატოვა, კორტესი ისეთ ცეკვის ოსტატებთან მუშაობდა, როგორიცაა მაია პლისეცკაია, პეტერ შმალფუსი და სილვი გილემი[5].
1992 წელს, კორტესმა საკუთარი კომპანია „ხოაკინ კორტესის ფლამენკოს ბალეტი“ (ესპ. Joaquín Cortés Ballet Flamenco) შექმნა. იმავე წელს მან დადგა შოუ Cibayí, რომლითაც კომპანია გამოდიოდა საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, ვენესუელასა და აშშ-ში. 1995 წელს, კორტესმა დადგა მეორე შოუ — Pasión Gitana („ბოშური ვნება“); ამავე წელს, მისი კინოდებიუტი შედგა, მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩემი საიდუმლოს ყვავილი“ (რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)[1][5].
1999 წელს, იუნესკომ ხოაკინ კორტესს „იუნესკოს მსახიობი მშვიდობის სახელის“ საპატიო წოდება მიანიჭა[6].
2000 წელს, კორტესმა ორგანიზება გაუწია კამპანიას „Stop Antigypsyism“ („სტოპ ანტიბოშიზმი!“), 2006 წლის ბოლოს, ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ისტორიაში ის ბოშების მეორე ელჩი გახდა [2][3]. ამ წოდებით, ხოაკინ კორტესმა ევროპარლამენტში ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები, დაახლოებით 9 მილიონი ბოშას წარმომადგენელია[7].
2018 წლის 20 ოქტომბერს, ხოაკინ კორტესსა და ესპანელ მოდელ მონიკა მორენოს შეეძინათ ვაჟი რომეო[8].
ხოაკინ კორტესის შოუების სია
რედაქტირებახოაკინ კორტესი რიგი საცეკვაო შოუების დამდგმელია (ფრჩხილებში მოცემულია პრემიერის თარიღი):
- Cibayí (1992)
- Pasión Gitana / Gipsy Passion (1995)
- Soul (1999)
- Live (2001)
- Amor y Odio (2004)
- Mi Soledad (2005)
- Calé (2009)
- Gitano (2014)
ფილმოგრაფია
რედაქტირება- ჩემი საიდუმლოს ყვავილი (1995, მელოდრამა) — ანტონიო
- ფლამენკო (1995, დოკუმენტური) — საკუთარ თავს განასახიერებს „ფარუქის“ ეპიზოდში
- ბოშა (2000) — ანდრეს ერედია
- ვანილი და შოკოლადი (2004, კომედია, მელოდრამა) — კარლოსი
ასევე იხილეთ
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებ-გვერდი (ინგლისური)
- Joaquín Cortés filmography on IMDB
- Joaquín Cortés information, products and streaming media
- Joaquín Cortés biography and products
- CNN interview with Joaquín Cortés დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Video: Joaquín Cortés talks about Madrid for CNN and Nokia's feature series "The Scene" დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Miguel Ángel Díaz González. Joaquín Cortés. Biography. IMDb. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Joaquín Cortés. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Keeley, Graham. Flamenco dancer is appointed Roma's ambassador to the EU. // Zpravodajský server Romea.cz (2007-02-09). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ Patterson, Christina. Joaquin Cortés: «Dancing is my wife, my woman». The Independent (2009-01-30). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ 5.0 5.1 Joaquín Cortés. Biografía. Sitio web oficial de Joaquín Cortés. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-05. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ Key Facts and Figures on Spain. UNESCO. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ Танцор фламенко интегрирует цыган в Европу. Lenta.ru (2007-02-09). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
- ↑ Por Diezminutos.es. (2018-10-22) Joaquín Cortés habla por primera vez de su hijo Romeo. Diez Minutos. ციტირების თარიღი: 2020-04-13.