პედრო ალმოდოვარი
პედრო ალმოდოვარ კაბალიერო (ესპ. Pedro Almodóvar Caballero; დ. 25 სექტემბერი, 1951, კალსადა დე კალატრავა, ესპანეთი) — ესპანელი კინორეჟისორი. 1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს დაწერილი, დადგმული და ზოგ მათგანში როლიც შეუსრულებია. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული „კიჩით“. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.
პედრო ალმოდოვარი | |
---|---|
პედრო ალმოდოვარი 2008 | |
დაბადების სახელი | პედრო ალმოდოვარ კაბალიერო |
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1951 კალსადა დე კალატრავა, ესპანეთი |
რეზიდენცია | მადრიდი |
პროფესია | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1974-დღემდე |
ოსკარი | 2002 — ესაუბრე მას |
BAFTA |
საუკეთესო რეჟისორი |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
მან თავის ძმა ავგუსტინ ალმოდოვართან ერთად დააფუძნა კინოკომპანია „El Deseo“.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპედრო ალმოდოვარი დაიბადა კალსადა-დე-კალატრავაში სიუდად-რეალში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში, თუმცა რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში (ესტრემადურა), გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები კი ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა.
„მე დავიბადე ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში[1]“
|
თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკა"-ში დაფუძნდებოდა. ამავე დროს ხდება თეატრალური ჯგუფის «Los Goliardos» წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებს და პირველად ხვდება კარმენ მაურას. აქვე ის იწყებს მცირე მოთხრობების წერას, რომელიც სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.
„სწორედ „ტელეფონიკში“ გავიცანი კარგად ესპანეთის წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრება, რომელზე დაკვირვებაც მხოლოდ იქ შემეძლო. ამ აღმოჩენამ ჩემ კინოზე მოახდინა გავლენა, მანამადე ხომ მხოლოდ სოფლის მშრომელების ღარიბულ ცხოვრებას ვიცნობდი[2]“
|
1980 წელს იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" («Erecciones generales»), რომელიც ჟურნალი «El Víbora»-ს შეკვეთით დაწერა. ფილმს წელიწადზე მეტ ხანს იღებდნენ მხოლოდ გამოსაშვებ დღეებში. გადაღებისთვის საჭირო ერთი მილიონი პესეტა თეატრალური ჯგუფის წევრებმა ფელიქს ტოტატეტამ და კარმენ მაურამ იშოვეს, მოწყობილობა კი მეგობრებისგან ითხოვეს. მიუხედავად ამისა, სახსრების სიმწირე მოქმედების თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. ფილმი მყისვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ „ალფავილის“ მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა „რატომ დავიმსახურე ეს?" გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: „ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!". 1985 წელს პედრო, ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად ქმნის საპროდიუსერო კომპანიას «El Deseo», რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი" ("La ley del deseo"). პირველი მნიშვნელოვანი აღიარება ალმადოვარს ფილმმა "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე" ("Mujeres al borde de un ataque de nervios") მოუტანა. ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზეც იყო წარდგენილი.
„ფილმში „ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე“ მე ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი არყოფნით არის გამოწვეული, „დამაბიში“ კი ვყვები კაცზე და სევდაზე, რომელიც მისი ყოფნით არის გამოწვეული[3]“
|
1999 წელს ალმადოვარი იღებს ფილმს "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" ("Todo sobre mi madre"), რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორი 2002 წელს იღებს "ესაუბრე მას" ("Hable con ella"), რომელმაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.
ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ("La mala educación") ესპანეთის "გოიას" არც ერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც ის ძმასთან ერთად აცხადებს აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.
ალმოდოვარის ბოლოსწინა ფილმი შეწყვეტილი ამბორი გამოვიდა ესპანეთში 2009 წლის 18 მარტს, არის რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. ფილმში ერთმანეთში ირევა აწმყო და წარსული და გამოყენებული. „ფილმი ფილმში“ მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისაგან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
რედაქტირებამოკლემეტრაჟიანი ფილმები
რედაქტირებაწელი | ფილმი |
---|---|
1974 | Film político |
1974 | Dos putas, o historia de amor que termina en boda |
1975 | Sea caritativo |
1975 | Blancor |
1975 | Caída de Sódoma, La |
1975 | Homenaje |
1975 | Sueño, o la estrella, El |
1976 | Muerte en la carretera |
1977 | Sexo va, sexo viene |
1978 | Folle... folle... fólleme Tim! |
1978 | Salomé |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-10-14 საიტზე Wayback Machine.
- თეო ხატიაშვილი. ყველაფერი (და არაფერი) ალმოდოვარის შესახებ. Lib.ge. ციტირების თარიღი: 2011-08-16.[მკვდარი ბმული]