მაღალი ქუსლები (ფილმი)
მაღალი ქუსლები (ესპ. Tacones Lejanos) — ესპანელ რეჟისორის პედრო ალმოდოვარის 1991 წელს გადაღებული მელოდრამული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები მარისა პარედესი, ვიქტორია აბრილი და მიგელ ბოსე. ფილმის შინაარსი დაფუძნებულია დედისა, რომელიც ცნობილი მომღერალია, და უკვე ზრდასრული შვილის, რომელიც ბავშვობაში მიატოვა, ურთიერთობებზე. შვილი მუშაობს ტელევიზიაში ახალი ამბების წამყვანად. ცოლად მისთხოვდა დედამისის ყოფილ საყვარელს და მეგობრობს დედამისის განმსახიერებელთან. მკვლელობა კი კიდევ უფრო აწეწავს ურთიერთობათა ბადეს.
„მაღალი ქუსლები“ | |
---|---|
რეჟისორი | პედრო ალმოდოვარი |
პროდიუსერი | ავგუსტინ ალმოდოვარი |
სცენარისტი | პედრო ალმოდოვარი |
როლებში | |
კომპოზიტორი | რიუიჩი საკამოტო |
დისტრიბუტორი | ელ დესეო |
ხანგრძლივობა | 112 წუთი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
ფილმი ტოვებს შეგრძნებას, რომ იგი ძალიან ჰგავს სხვა დედაშვილურ მელოდრამებს, „სტელა დალასი“, „სუსტი ჩხვლეტა“, „სიცოცხლის იმიტაცია“ და განსაკუთრებით, „შემოდგომის სონატა“. ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
სიუჟეტი
რედაქტირებარებეკა, ახალი ამბების წამყვანი ტელევიზიაში, აეროპორტში ელოდება დედამისს, ბეკი დელ პარამოს, სახელოვან მომღერალს, რომელიც ესპანეთში ბრუნდება მეხიკოდან, თხუთმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ. ლოდინისას, რებეკას ახსენდება თავისი ბავშვობა, 1972 წელს არდადეგებზე როგორ უყიდა დედამ საყურეები და უთხრა, რომ ძალიან უხდებოდა. მალევე ხვდება, რომ იგი განსხვავდება პატარა რებეკასგან. მეორე შემთხვევა მოხდა მადრიდში, სახლში. როცა ბეკი გაამჟღავნებს მეხიკოში წასვლისა და კარიერის იქ გაგრძელების სურვილს და მას შეეწინააღმდეგება თავისი ქმარი, რებეკას მამინაცვალი, რებეკა შეუცვლის თავის წამლებს დამაძინებლებით. მოხდება ისე, რომ მამინაცვალს ჩაეძინება საჭესთან და დაიღუპება, ბეკის კი გახდება თავისუფალი. რებეკას იმედები, დაიმკვიდრებდა დედის გულში ადგილს, გაუცრუვდება, რობა ბეკი მარტო გაემგზავრება მეხიკოში და დატოვებს შვილის მამის ანაბარა. რებეკა ელის დედის დაბრუნებას, რათა მიიღოს სიყვარული და სითბო დედისგან, რომელსაც ასე დანატრებულია. 15 წლის შემდეგ ბეკი ესპანეთში ბრუნდება და ხვდება რებეკას. მათ ურთიერთობებს ართულებს ის ფაქტი, რომ ორივე მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
როლებში
რედაქტირება- ვიქტორია აბრილი — რებეკა
- მარისა პარედესი — ბეკი
- მიგელ ბოსე — მოსამართლე ედუარდო დომინგესი
- ფეოდორ ატკინი — მანუელი
- ანა ლიზარანი — მარგარიტა
- კრისტინა მარკოსი — პაულა
- მირიამ დიას აროსა — ისაბელი
- ნაჩო მარტინესი — ხუანი
- პედრო დიეს კორალი — ალბერტო
- ხავიერ ბარდემი — ტელევიზიის თანამშრომელი