ხმა კახეთისა
„ხმა კახეთისა“ — ქართული ყოველდღიური სამეურნეო და ლიტერატურული სახალხო გაზეთი. წვრილბურჟუაზიული მიმართულებისა. გამოდიოდა სიღნაღში 1912–1917 წლებში. რედაქტორ-გამომცემელი — კონსტანტინე ტყავაძე. გაზეთი ასახავდა საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას. ჰყავდა კორესპონდენტები საქართველოს ქალაქებსა და დაბებში. იბეჭდებოდა მხატვრული ნაწარმოებები. თანამშრომლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ა. შანშიაშვილი, ს. ფაშალიშვილი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 488.