კონსტანტინე ტყავაძე
კონსტანტინე (კოტე) იესეს ძე ტყავაძე (დ. 1869 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დააარსა ქიზიყ–კახეთის აქციონერული საზოგადოება „ალზიორა“ (ამზადებდნენ სიგარეტის ასღერიან კოლოფს). 1912-1917 წლებში იყო გაზეთ „ხმა კახეთისას“ რედაქტორ-გამომცემელი. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს აქტუალურ პოლიტიკურ, სამხედრო და საზოგადოებრივ საკითხებზე (მათ შორის, ფსევდონიმებით — „მხედარი“, „ძველი მხედარი“). I მსოფლიო ომის წლებში მობილიზებული იყო რუსეთის არმიაში. 1919 წელს იყო საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიაში. დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლიტერატურული მასალები XX საუკუნის 10-20-იანი წლების კახეთის პრესაში (დისერტაცია) / თ. ლათიფაშვილი. - თელავი, 2011.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კონსტანტინე იესეს ძე ტყავაძე. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1879-1927“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.